|
2023-07-24 15:13:38, 920 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - სააკაშვილი იქნება მოწინავე და მთავარი, ვინც რუსული პარტიის დამარცხებაში შეიტანს ლომის წვლილს
უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ მიხეილ სააკაშვილის გარშემო გაკეთდეს „გამარჯვების პლატფორმა“ და დიახ, მიხეილ სააკაშვილი იქნება მოწინავე და მთავარი, ვინც ბიძინა ივანიშვილის რუსული პარტიის დამარცხებაში შეიტანს ლომის წვლილს,- აღნიშნულის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა, „გამარჯვების პლატფორმის“ პრეზენტაციაზე განაცხადა. ხაბეიშვილის თქმით, „სტრატეგია აღმაშენებელთან“ და სხვა პოლიტიკურ ლიდერებთან ერთად გაიმარჯვებს რუსულ პარტიაზე. “მე მიხარია, რომ აქ ხართ ის ადამიანები, რომლებსაც ერთხელ უკვე დაგიმარცხებიათ „რუსული ოცნება“ საქართველოში. თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებმაც დიდ ქალაქებში და არა მარტო დიდ ქალაქებში, დაამარცხეთ „რუსული ოცნება“ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე და მე მინდა, თითოეულ მათგანს გადავუხადო დიდი მადლობა და დიახ, თქვენ ხართ გამარჯვების ფორმულა. დიახ, თქვენ ხართ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და დიახ, თქვენ ხართ ის ხალხი, ვისაც უკვე ერთხელ დამარცხებული გყავთ რუსული პარტია. ამიტომ, უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ მიხეილ სააკაშვილის გარშემო გაკეთდეს „გამარჯვების პლატფორმა“ და დიახ, მიხეილ სააკაშვილი იქნება მოწინავე და მთავარი, ვინც ბიძინა ივანიშვილის რუსული პარტიის დამარცხებაში შეიტან ლომის წვლილს და დიახ, მიხეილ სააკაშვილის გარშემო, „სტრატეგია აღმაშენებელთან“, სხვა პოლიტიკურ ლიდერებთან ერთად, დარწმუნებული ვარ, ასეთი მრავალი იქნება. ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ რუსულ პარტიაზე. ძალიან მოკლედ მინდა გითხრათ ის ამოცანები და მიზნები, რაც გვაქვს ჩვენ. პირველი და მნიშვნელოვანი - ჩვენ ვპირდებით ჩვენს პენსიონერებს, რომ 400 ათას პენსიონერს გაუნულდება საპენსიო სესხი. მეორე - ჩვენ ვამბობთ, რომ ყველა სკოლის მოსწავლეს და ასეთი არის 600 ათასამდე საქართველოში - უნდა ჰქონდეს უფასო კვება. მესამე - ჩვენ ვამბობთ, რომ ბიტკოინებიდან მილიარდებს რომ იპარავს ბიძინა ივანიშვილი და დაახლოებით, წელიწადში ივანიშვილი, მამაცაშვილი, ხიდაშელი, ფარცხალაძე ათ მილიარდამდე ლარს პარავენ ჩვენს მოსახლეობას. ჩვენ ვამბობთ, რომ მოპარვის ნაცვლად ტარიფები უნდა დაუბრუნდეს იმ ნიშნულს, რა ნიშნულიც იყო და ყაჩაღური ტარიფები, რასაც თქვენ ელექტროენერგიაში იხდით და საზოგადოებას შევახსენებ, რომ თქვენ იხდით 18-22-26 თეთრს და ბიძინა ივანიშვილი იხდის 8 თეთრს. ამიტომ, ჩვენი ამოცანა იქნება ხალხის მსახურება და თქვენთან ერთად, ვინც ხართ საკრებულოს წევრები შეკრებილები „ნაციონალური მოძრაობიდან“ „სტრატეგის აღმაშენებლიდან“, მოგესალმებით თითოეულ თქვენგანს და თქვენ იქნებით ამ გამარჯვების არა თუ თანამონაწილეები, არამედ ფრონტის წინა ხაზზე“,- განაცხადა ხაბეიშვილმა.
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)