05:41 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-24 14:27:25, 748 ნახვა

საზოგადოება
სოლომონ პავლიაშვილი „საქართველოში სურსათის/აგრო ლაბორატორიების განვითარების კონცეფციის“ წარდგენის ღონისძიებას დაესწრო

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი „საქართველოში სურსათის/აგრო ლაბორატორიების განვითარების კონცეფციის“ წარდგენის ღონისძიებას დაესწრო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, დოკუმენტი შემუშავდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ, საქართველოს ლაბორატორიების ასოციაციასთან პარტნიორობით, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „საქართველოში სურსათის უვნებლობისა და SPS სექტორის მხარდაჭერა ENPARD IV-ის ფარგლებში“ ფარგლებში. აღნიშნული პროექტი თანადაფინანსებულია შვედეთის საელჩოს, ჩეხეთის განვითარების სააგენტოსა (CzDA) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ.

„კონცეფციის დოკუმენტი ხელს შეუწყობს ლაბორატორიების შესაძლებლობების გაზრდას სურსათის უვნებლობის, ცხოველთა და აკვაკულტურების ჯანმრთელობისა და მცენარეთა დაცვის მიმართულებებით.

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა მადლობა გადაუხადა ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) წარმომადგენლობას მხარდაჭერისთვის“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

„აღნიშნული კონცეფციის შემუშავება ეხმარება სურსათისა და სოფლის მეურნეობის სფეროს ლაბორატორიების გაძლიერებას. სამინისტრო მზად არის, ხელი შეუწყოს შესაბამისი ინსტრუმენტების შექმნასა და არსებულ გამოწვევების დაძლევის ღონისძიებების დაგეგმვას“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

ჩეხეთის განვითარების სააგენტოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა. იან ჩერნიკმა მადლობა გადაუხადა მხარეებს პროექტში აქტიური ჩართულობისთვის.

„მსგავსი კონცეფციის შექმნა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. დღეისათვის, შეგვიძლია ვისაუბროთ დოკუმენტის შემუშავების პროცესში ჩვენ მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე. პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტს ეყრება საფუძველი. მოხარული ვარ, რომ აქტიური თანამშრომლობით მნიშვნელოვან შედეგებს მივიღებთ", - განაცხადა იან ჩერნიკმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics