2023-07-24 13:47:17, 1070 ნახვა
სამართალი
მედია - პოლონეთში 2 პირის დაჭრისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს
პოლონეთში სამართალდამცავებმა 2 პირის დაჭრისთვის 25 წლის საქართველოს მოქალაქე დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, 16 ივლისს ბრალდებულმა დანით ჯერ პოლონეთის ერთი მოქალაქე, შემდგომ კი, მის დასახმარებლად მისული მეორე პოლონელი დაჭრა და ადგილიდან მიიმალა.
პოლიციამ საქართველოს მოქალაქის დაკავება 21 ივლისს შეძლო.
პოლონეთის სასამართლომ დაკავებულს 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მას 3 წლით პატიმრობა ემუქრება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,