09:20 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-23 14:32:09, 1152 ნახვა

პოლიტიკა
სარჯველაძე - იმისთვის, რომ გაამძაფრონ შთაბეჭდილება, თითქოს სააკაშვილი პოლიტპატიმარია, სხვა პრეცედენტებზე მითითება იქნებოდა იდეალური საშუალება - შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს არის გვარამია

გვარამიასთან მიმართებაში იყო თუ არა ლობიზმი წარმართული, გამიჭირდება ზუსტად ამის თქმა, არ ფიგურირებს ეს სახელი და გვარი, მაგრამ შემიძლია ვივარაუდო, რომ საქართველოს "გაშავების" საქმეში, რასაკვირველია, არავინ მოერიდებოდა ამ გვარის და სახელის დასახელებას და ამ კონტექსტში საქართველოს წინააღმდეგ ნაბიჯების გადადგმას,- ასე უპასუხა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტებზე საუბრისას დასმულ შეკითხვას იმის თაობაზე, რამდენად არის შესაძლებელი, ნიკა გვარამიას გათავისუფლება ლობისტური კამპანიის შედეგი ყოფილიყო.

როგორც სარჯველაძემ განმარტა, სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმრად წარმოჩენისთვის, ლობისტებს სხვა პრეცედენტებზე მითითება დაეხმარებოდა, შესაბამისად, ის არ გამორიცხავს, რომ მათ ნიკა გვარამიას საქმე ამ მიზნით გამოეყენებინათ.

"იმისთვის, რომ გაამძაფრონ შთაბეჭდილება, თითქოსდა საააკაშვილი არის პოლიტპატიმარი, ასეთ შემთხვევაში, სხვა პრეცედენტებზე მითითება მათთვის იქნებოდა იდეალური საშუალება, ამიტომ, რასაკვირველია, სხვა მითების შეთხზვითაც იქნებოდნენ დაკავებული. ამ შემთხვევაში, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს არის ნიკა გვარამია, ან შეიძლება ფიქრობენ იმას, რომ კეზერაშვილი არის მედია-დევნილი და ამის ტირაჟირებას ახდენდნენ. ამიტომ, ლოგიკურად ემბება, რომ ცალკეული პიარ-კამპანიის ნაწილი ყოფილიყო ნიკა გვარამიას საკითხიც", - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics