|
2023-07-23 14:27:36, 885 ნახვა
პოლიტიკა
სარჯველაძე - იმდენად დიდი პოლიტიკური ამოცანაა დღის წესრიგში, რამენაირად სასჯელი აარიდონ სააკაშვილს, რომ არ დატოვებენ გამოუყენებელ შესაძლებლობას
იმდენად დიდი პოლიტიკური ამოცანაა დღის წესრიგში, რომ სასჯელი აარიდონ სააკაშვილს რამენაირად, იმდენად ედიადებათ ეს ამოცანა, რომ პრაქტიკულად არ დატოვებენ გამოუყენებელ შესაძლებლობას. ამით აიხსნება, რომ ამდენი მილიონი იხარჯება ლობისტურ საქმიანობაში და მეორეს მხრივ, სადაც შეიძლება ეს პოზიცია გატარებადი აღმოჩნდეს, ყველგან ეცდებიან,- ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტებზე საუბრისას განაცხადა. სარჯველაძის თქმით, ის, რომ მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად დაქირავებული ლობისტური კომპანიის აქტივობებს შორის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა უნდა შემდგარიყო, რაზეც ზურაბიშვილმა უარი განაცხადა, მიზნის მისაღწევად ყველა შესაძლებლობის გამოყენებაზე მიუთითებს. მისი განმარტებით, დღითიდღე მცირდება იმ სუბიექტების წრე, სადაც შესაძლებელი იქნება მსჯავრდებული ექსპრეზიდენტისთვის სასჯელის თავიდან არიდებაზე მსჯელობა. სარჯველაძემ აღნიშნა ისიც, რომ სალომე ზურაბიშვილის პოზიცია სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არ შეცვლილა. „იქნება ეს ამერიკელი კონგრესმენი, საქართველოს პრეზიდენტი თუ ნებისმიერი სხვა - შესაძლებლობა იქნება გამოყენებული. უბრალოდ, დღითიდღე მცირდება იმ სუბიექტების წრე, ვისთან მიმართებაშიც შეიძლება ეს გამოსვლადი იყოს და წრე რომ ვიწროვდება, არჩევანიც არც თუ ისე დიდი რჩებათ, მათ შორის, სტრასბურგზე იქნებოდა და რა თქმა უნდა, ეს გამოირციხებოდა. მე ვფიქრობ, შეუმცირდათ შანსები იგივე ევროპარლამენტთან მიმართებაშიც იმიტომ, რომ ერთხელ გასული ეს „ფანდი“ სამწუხაროდ, რეპუტაციულად თვითონ ევროპარლამენტისთვის აღმოჩნდა დამაზიანებელი, ვინაიდან რეზოლუციაში მოხვდა ისეთი რაღაცები, რაც ბუნებრივია, მალევე გამოაშკარავდა, რომ იყო მცდარ შეხედულებებზე დაფუძნებული. რაც შეეხება პრეზიდენტის პოზიციას - კი, ეცდებიან დარწმუნებას, თუმცა მე ობიექტურად ვიტყვი, რომ არაფერი შეცვლილა, რასაც შეუძლია გავლენა მოახდინოს პრეზიდენტის მიერ დაკავებულ ერთმნიშვნელოვნად კატეგორიულ პოზიციაზე, რომელიც ეხებოდა სააკაშვილის გათავისუფლებას“,- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)