17:02 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-23 13:43:27, 974 ნახვა

პოლიტიკა
ცაგარეიშვილი ოპოზიციაზე - უკეთურობაა, როცა შენს ქვეყანას ებრძვი, აფერხებ ევროპული ინტეგრაციის გზაზე

უკეთურობაა, როცა შენს ქვეყანას ებრძვი, როცა აფერხებ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე, როცა მტრის ხატს ქმნი ქვეყნის ფარგლებს გარეთ შენი სამშობლოსგან - ესაა უკეთური საქმე,- ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტების შესახებ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას.

მისი თქმით, "ძალიან ბევრი, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციაა ჩართული ამ უკეთური საქმის კეთებაში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და სხვა მოავაზაკო ტიპის პარტიებთან".

როგორც გია ცაგარეიშვილმა აღნიშნა, "სწორედ ამ მიზნით ჩააგდეს კანონი, რომ სახელმწიფოს უფრო ღრმად არ ჩაეხედა ამ საქმეებში".

„რა თქმა უნდა, შეხვდებოდა ამგვარ კანონს გააფთრებული წინააღმდეგობა, სწორედ ამ მიზნისთვის ჩააგდეს ეს კანონი, რომ სახელმწიფოს უფრო ღრმად არ ჩაეხედა ამ საქმეებში და ამ უკეთურობის და ბიუჯეტების პროცესი ყოფილიყო გაუმჭვირვალე.

ნურავის მოხვდება ყურში, მაგრამ ძალიან ბევრი, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაცია ჩართულია გაშმაგებით ამ უკეთური საქმის კეთებაში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და სხვა მოავაზაკო ტიპის პარტიებთან და ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ ისინი ერთმანეთს.

გარწმუნებთ, იქიდანაც გამოჩნდება ბევრი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი 2024 წლამდე. აქ ხომ უნდოდათ მთავრობის დაკომპლექტება, ტრიბუნაზეც იყვნენ ამხედრებულები და პორთფელებიც გადაინაწილეს ბატონებმა და ქალბატონებმა, არსად წასულა ეს სურვილი. ასე რომ, ასეთი ვნებების დაკმაყოფილების გამო იყო ეს კანონი ჩაგდებული“,-  განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics