17:02 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-22 19:16:32, 1185 ნახვა

პოლიტიკა
ცაგარეიშვილი - გაუგონარი მოვლენაა კრიმინალის გათავისუფლებისთვის იღვწოდეს ლობისტი და აშშ-ში ამყარებდეს კონტაქტებს

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე გია ცაგარეიშვილი აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ახალ ინფორმაციას გამოეხმაურა, სადაც ერთ-ერთი ჩანაწერი იყო, რომ უნდა მომხდარიყო შეხვედრა სალომე ზურაბიშვილთან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შესახებ, რაზეც პრეზიდენტმა უარი განაცხადა. 

კითხვაზე, არის თუ არა შესაძლებელი ზეწოლა მიმდინარეობდეს სალომე ზურაბიშვილზე როგორც მიხეილ სააკაშვილის, ასევე ნიკა გვარამიას შეწყალების თაობაზე, ცაგარეიშვილი არ გამორიცხავს, რომ ნიკა გვარამიას შეწყალებაზეც ყოფილიყო ზეწოლა პრეზიდენტზე. 

მისივე თქმით, რაც უფრო მოახლოვდება არჩევნების თარიღი მით უფრო გაგრძელდება ზეწოლა სალომე ზურაბიშვილზე.

„სადაც შეიძლება სააკაშვილზე განხორციელდეს ზეწოლა პრეზიდენტზე, იქ გვარამიაზეც განხორციელდებოდა. ნამდვილად არ გამოვრიცხავ ამას.  თვითონ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ აღიარა, რომ ბატონ დი ანჯელოსთან, ლობისტის მხრიდან იყო გარკვეული ძალისხმევა გაწეული, რომ ეს შეხვედრა შემდგარიყო ნიუ იორკში, ეს შეხვედრა ვერ შედგა, პრეზიდენტმა უარი განაცხადა ამ შეხვედრაზე, რაც არის კარგი.  რაც კარგია და რაც დადებითია მათ შორის, პრეზიდენტის ნამოქმედარშიც და ნააზრევშიც ჩვენ იმაზეც უნდა ვთქვათ, რომ დიახ, ეს კარგია და რასაც ცუდს აკეთებს საქართველოს პრეზიდენტი, იმაზეც უნდა იყოს შესაბამისი შეფასება. ჩვენ ამას არ ვერიდებით და რა თქმა უნდა ღმერთმა დაგვიფაროს იმისგან, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სალომე ზურაბიშვილისგან მტრის ხატი შექმნას. ეს არ არის ჩვენი ამოცანა. ჩვენ უბრალოდ ვაკრიტიკებთ პრეზიდენტის იმგვარ ნაბიჯებს, რომელიც ხელს არ უწყობს დეპოლარიზაციის დაძლევას, არადა მისი, როგორც ამ ქვეყნის კონსტიტუციის გარანტისა, მთავარი ფუნქცია სწორედ ეს არის.  ეს არის გასაკვირი უბრალოდ, როგორ შეიძლება ვინმეს ნებას დაყვეს ამ ქვეყნის პრეზიდენტი და კრიმინალი გაათავისუფლოს ციხიდან. ამიტომ, მე ვფიქრობ ეს ზეწოლა ლობისტების მხრიდან და არა მხოლოდ, მომავალშიც გაგრძელდება, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული, რაც უფრო მოახლოვდება არჩევნების თარიღი მით უფრო გაგრძელდება ზეწოლა ზურაბიშვილზე და ჩვენ ყოველთვის ძალიან მკაცრად შევაფასებთ ამგვარი ზეწოლის ფაქტებს და ვფიქრობ, რომ გაუგონარი მოვლენაა ზოგადად კრიმინალის გათავისუფლებისთვის იღვწოდეს, მათ შორის, ლობისტი და ამას არ მალავდეს, არ ფარავდეს, ამყარებდეს კონტაქტებს აშშ-იც, ევროპაშიც გარკვეული დონის და გავლენის პოლიტიკოსებთან და გამოიყენოს ეს პოლიტიკოსები ამ კრიმინალის გასათავისუფლებლად. გაუგონარ ფაქტებზე იყო საუბარი, იქამდეც მივიდა საქმე, რომ თურმე ლობისტი უწერს ევროპარლამენტს რეზოლუციის ტექსტს და შემდეგ ამ რეზოლუციის ტექსტს იღებენ ასევე დამუშავებული ევროპარლამენტარები, რომლებიც ლობისტთან ერთად გაათრევენ ხოლმე სხდომებზე ამგვარი რეზოლუციის ტექსტებს“- განაცხადა ცაგარეიშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics