17:02 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-22 16:56:41, 958 ნახვა

პოლიტიკა
სარჯველაძე - იმდენად ღრმა პოლარიზაციაა “ნაცმოძრაობაში”, რომ ცალკეული დაჯგუფებების მთავარი ამოცანაა საკუთარი პოზიციები განამტკიცონ პარტიის შიგნით

იმდენად ღრმა პოლარიზაციაა თავად “ნაციონალური მოძრაობის” შიგნით, რომ ცალკეული დაჯგუფებების მთავარი ამოცანაა, საკუთარი პოზიციები განამტკიცონ თავად პარტიის შიგნით,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

სარჯველაძის თქმით, “ნაცმოძრაობაში” არსებული დაპირისპირებული მხარეები ცდილობენ, ისეთი მოთამაშეები შეიყვანონ პარტიაში, რომელიც მათ პოზიციებს გააძლიერებს. ხოლო თავად “ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე პროცესები მიუთითებს, რომ პარტიას პრობლემები აქვს.

“რასაკვირველია, ყველა ცდილობს, ისეთი ახალი მოთამაშეები შემოყვანონ პარტიაში, რომელიც გააძლიერებს მათ ფლანგს. ალბათ ეს უნდა იყოს მთავარი მოტივატორი ხაბეიშვილის ფლანგის მხრიდან ვაშაძეზე ფსონის გაკეთების; იმავდროულად, ეს ნიშნავს იმას, რომ არის კონკურენტი ფლანგის დასუსტების მცდელობა. თუმცა, ეს არ არის ქართული პოლიტიკისთვის მთავარი აქტუალური საკითხი, ეს არის მათი ვიწრო პარტიული თემატიკა და იმის თვალსაჩინო მაგალითი, დასტური, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” სერიოზული პრობლემები აქვს. ეს არის ისეთი ბალასტი, რომელიც არ გაუშვებს დიდი წარმატებოსკენ ამ პოლიტიკურ პარტიას”- განაცხადა სარჯველაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics