|
2023-07-22 12:28:59, 1052 ნახვა
საზოგადოება
გენერალურ პროკურატურაში ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს საკითხებზე ახალგაზრდა ადვოკატებთან შეხვედრა გაიმართა
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს საკითხებზე ახალგაზრდა ადვოკატებთან შეხვედრა გაიმართა. საქართველოს გენერალური პროკურატურისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საგანმანათლებლო საბჭოს თანამშრომლობით გამართულ შეხვედრას 30-მდე ადვოკატი ესწრებოდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართელოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრის მიზანი დაინტერესებული ადვოკატებისათვის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსთან დაკავშირებით პროკურორების გამოცდილებისა და ხედვების გაზიარება იყო. "შეხვედრის მონაწილეებს საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ, ნათია მერებაშვილმა მიმართა, რომელმაც ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის განვითარების პროცესში პროკურატურის როლზე ისაუბრა. გენერალური პროკურორის მოადგილემ ასევე მიმოიხილა ის უწყებრივი ცვლილებები, რომლებმაც პროკურორთა კვალიფიკაციის ამაღლებასა და ბრალდების ხარისხის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას შეუწყო ხელი. შეხვედრის ფარგლებში, პრეზენტაცია წარმოადგინეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ საქმეებზე ზედამხედველობისა და სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის დეპარტამენტის პროკურორებმა, მარიკა გოგოხიამ და ნათია გურულმა. პროკურორებმა მსაჯულთა შერჩევის სპეციფიკა და არსებითი განხილვის სხდომის თითოეული ეტაპის მიმდინარეობა მიმოიხილეს, ასევე, ისაუბრეს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით საქართველოს პროკურატურის ინიციატივითა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს აქტიური მხარდაჭერით ჩატარებულ ღონისძიებებზე. განხილულ საკითხებთან დაკავშირებით მონაწილეებს შორის დისკუსია გაიმართა. შეხვედრის დასასრულს, საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებმა მზაობა გამოთქვეს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის განვითარების მიზნით ადვოკატთა კორპუსთან სამომავლოდ მჭიდრო და აქტიურ თანამშრომლობაზე",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)