|
2023-07-21 14:31:05, 1411 ნახვა
საზოგადოება
„მიეცი თავს მეტისუფლება“ – „თიბისი“ დაზღვევის ახალი კამპანია
ამ ზაფხულს რომელი მიზეზით აპირებ მოგზაურობაზე უარის თქმას? შვებულების აღების გამბედაობა არ გყოფნის თუ ორი თვის წინ დაწყებულ რემონტს არ უჩანს ბოლო? „თიბისი“ დაზღვევის ახალი კამპანია, “მიეცი თავს მეტისუფლება” სწორედ ამ მიზეზებზე გვიყვება, რომელთა გამოც ხშირად დავრჩენილვართ სახლში და გამოვრჩენილვართ ახალ თავგადასავლებს. ბევრი წვრილმანი არ წასვლის მნიშვნელოვან არგუმენტად გვეჩვენება ხოლმე, მაგრამ ვაღიაროთ, უცხო ქვეყნის მონახულებით მოგვრილ ემოციებს უარის თქმის ვერცერთი მიზეზი გაუტოლდება. ხანდახან იმდენად ვბოჭავთ საკუთარ თავს აბსურდული მიზეზებით, რომ საბოლოოდ მოგზაურობა შორეულ თავგადასავლად გვეჩვენება და უკვე ჩვენგან გამბედაობასაც კი მოითხოვს. იმის შესახსენებლად, რომ მოგზაურობაზე უარის თქმის ნებისმიერი მიზეზი უმნიშვნელოა, „თიბისი“ დაზღვევამ “სიტყვის მონასთან” კოლაბორაციით შექმნა კამპანია, რომლის ვიდეო რგოლებშიც ვხედავთ, “ხორცშესხმულ” მიზეზებს, რომლებიც გვაკავებს და ხელს გვიშლის ახალი გამოცდილებების მიღებაში. კამპანიის კონცეფციაზე კრეატიულმა სააგენტო HOLMES&WATSON-მა იმუშავა, ხოლო ვიდეოების რეჟისორი გიორგი ქვლივიძეა. „სიტყვის მონა“ ალტერნატიული ქართული ლექსიკონია, ლინგვისტური ექსპერიმენტებისა და სიტყვებით თამაშის მოყვარულებისთვის. სწორედ გამოგონილი, მაგრამ მაინც ნაცნობი სიტყვების გაჟღერებით კომპანიამ დაგვანახა, თუ როგორ სასაცილოდ და უაზროდ ჟღერს ჩვენი მოგზაუარობა, ანუ როცა მოგზაურობაზე უარს ვამბობთ. „თიბისი“ დაზღვევა გაუმჯობესებული პირობების სამოგზაურო დაზღვევას გთავაზობს, რომელიც შენს საყვარელ ქვეყნებში ყოფნას მეტად ლაღსა და საიმედოს გახდის. სასურველი პაკეტის შეძენა მარტივად ჩატში, საიტზე ან აპში შეგიძლია. და როცა მიხვდები, რომ სანერვიულო არაფერია, მიეცი თავს მეტისუფლება. ნახეთ ვიდეო აქ: https://fb.watch/lV5Tk8p2ic/
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)