05:40 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-21 14:28:57, 888 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს წარმომადგენლები ოფიციალური სამუშაო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია ოფიციალური სამუშაო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში ართვინის პროვინციას ეწვია. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი - გრიგოლ ბესელია, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი - გიორგი ბუხრაშვილი, სასაზღვრო პოლიციის უფროსის პირველი მოადგილე - გოჩა ჯანჯღავა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე - გურამ დავითაშვილი.

შსს-ს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ორმხრივი შეხვედრები, რომლებსაც თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ართვინის, არდაჰანის, რიზეს და ტრაბზონის პროვინციების პოლიციის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

"ორმხრივ შეხვედრებს ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პოლიციის ატაშე თურქეთის რესპუბლიკაში - გიორგი მეზვრიშვილი და ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური კონსული - გელა ჯაფარიძე.

აღნიშნული ვიზიტი „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის სასაზღვრო უსაფრთხოების გაძლიერების შესახებ“ გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდა და მის მიზანს ორი ქვეყნის მოსაზღვრე რეგიონების სამართალდამცავ დანაყოფებს შორის არსებული თანამშრომლობისა და სასაზღვრო უსაფრთხოების მიმართულებით მიმდინარე აქტუალური საკითხების განხილვა წარმოადგენდა.

ორმხრივი შეხვედრების ფარგლებში მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს მოსაზღვრე რეგიონებს შორის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს.

ვიზიტის დასასრულს ქართველმა სამართალდამცავებმა თურქ კოლეგებს მადლობა გადაუხადეს მასპინძლობისთვის და საპასუხო ვიზიტით საქართველოში მოიწვიეს",- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics