09:27 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-21 11:15:30, 1044 ნახვა

პოლიტიკა
ჩიქოვანი - პრემიერს აქვს გულწრფელი პოზიცია ყველა პროცესთან მიმართებაში - პირველ რიგში იმისთვის, რომ არ მოატყუოს საკუთარი მოქალაქეები

ირაკლი ღარიბაშვილს აქვს გაბედული, გულწრფელი, გულღია პოზიცია ყველა პროცესთან მიმართებაში და მას შეუძლია საკითხებზე ღიად ისაუბროს და პირველ რიგში იმისთვის, რომ არ მოატყუოს საკუთარი მოქალაქეები, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ჩიქოვანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, შესაძლოა, პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებული შეფასებები ზედმეტად თამამად მიიჩნიონ, თუმცა შემდგომ მის მსგავს პოზიციებს სხვებიც აფიქსირებენ.

ჩიქოვანმა დაასახელა ნატოს ხელმძღვანელობა და ამ თვალსაზრისით,  ნატოს ვილნიუსის სამიტის მიერ მიღებულ შედეგებზეც ისაუბრა.

„როდესაც საუბარია პრემიერ-მინისტრის პოზიციაზე ომის შემდგომ განვითარებასთან დაკავშირებით - ძალიან გულწრფელი და გულღია პოზიციაა, რომელიც აფასებს რეალურ საფრთხეებსა და იმ სცენარებს, რაც შესაძლებელია, რომ განვითარდეს რეგიონში. ჩვენ უნდა ვიყოთ გულწრფელები პირველ რიგში, ჩვენი საზოგადოების წინაშე. მათ უნდა ვუთხრათ, რა საფრთხეები გვაქვს, რადგან ეს არ არის მოგონილი და ამორფული. ეს არის რეალური საფრთხე, რადგან ჩვენ სამჯერ გვქონდა დაპირისპირება რუსეთის ფედერაციასთან და საკუთარ თავზე გვაქვს გამოცდილი ის სიმძიმე, რაც ომს მოჰყვება“, - აღნიშნა ჩიქოვანმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics