17:02 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-21 11:14:22, 953 ნახვა

პოლიტიკა
ჩიქოვანი - ღარიბაშვილმა ყველას დაანახა, რომ შეუძლია ქვეყანა მშვიდობით ატაროს 21-ე საუკუნის ყველაზე დიდი გამოწვევის პირობებში

ირაკლი ღარიბაშვილმა ყველას დაანახა, რომ შეუძლია ძალიან რთული გადაწყვეტილებების მიღება, შეუძლია გუნდის შეკვრა და შეუძლია ქვეყანა მშვიდობით ატაროს 21-ე საუკუნის ყველაზე დიდი გამოწვევის პირობებში - ეს არის ობიექტური რეალობა, თუ გვინდა ერთ წინადადებაში შევაფასოთ, თუ რას აკეთებს დღეს მთავრობის მეთაური საქართველოში, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ჩიქოვანმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა.

ჩიქოვანის თქმით, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ხელისუფლებაზე, პრემიერ-მინისტრზე და სხვა ლიდერებზე "ორკესტრირებული შეტევების გააქტიურების მოლოდინი აქვს, თუმცა, ერთი და იმავე ადამიანების მიერ ამ თემაზე საუბარი უკვე შედეგის მომტანი არ არის".

მისივე თქმით, ხელისუფლებისთვის შეურაცხყოფის მიყენებით, საბოლოო ჯამში, სახელმწიფოს და მის ხალხსაც შეურაცხყოფენ.

"ჩვენ კარგად ვნახეთ, რომ არაერთი ორკესტრირებული შეტევა ყოფილა საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ და ამ შემთხვევაშიც, ეს ყველაფერი მიმართული არის ასევე ხელისუფლების, მთავრობის მიმართ, უშუალოდ კონკრეტული პირების: პრემიერ-მინისტრის და ყველა ჩვენი ლიდერის მიმართ. მე მგონია, ეს გაგრძელდება და უფრო მეტსაც გეტყვით, შეიძლება ეს უფრო აქტიური იყოს საარჩევნო წლის მოახლოებასთან ერთად, მაგრამ გულწრფელად გეტყვით, იმდენად გაუვიდა ყავლი, რაოდენობრივად რაც არ უნდა დიდი იყოს ეს ყველაფერი, შედეგის მომტანი არ არის. კარგად დავინახეთ, რომ ეს შეტევები მოდის, ვხედავთ, არის ხოლმე შემთხვევები როდესაც ახალი აქტორები ერთვიან, მაგრამ ის ადამიანები, ვინც ამაზე საუბრობენ, უკვე გათელილი თემაა და შესაბამისად, აქ ახალი არაფერი არ არის.

ადამიანები, რომლებიც ჩვენ გვიწოდებენ "ბანდას", იმ ადამიანს მგონი, საერთოდ წარმოდგენა არ აქვს საქართველოში რა ხდება და ერთის მხრივ, პირდაპირ, უშუალო შეურაცხყოფას აყენებს აბსოლუტურად ყველა იმ მოქალაქეს, რომელიც ირჩევს საკუთარ სახელმწიფოში იმ ხელისუფლებას, რომელიც ჰყავს და მეორე, საბოლოო ჯამში, შეურაცხყოფას აყენებს ამით ხალხსაც და ჩვენს სახელმწიფოსაც", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics