18:00 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-20 12:18:23, 928 ნახვა

პოლიტიკა
ნაცვლიშვილი ღარიბაშვილზე - „ძაღლი სახლში არ ვარგოდა და სანადიროდ გარბოდაო“

ღარიბაშვილი, ძაღლი სახლში არ ვარგოდა და სანადიროდ გარბოდაო, სახლში ვერ ხედავს კორუფციას და იქ ეძებეს კორუფციას სადაც ეს არ არის,- ასე ეხმაურება ოპოზიციონერი დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას.

ნაცვლიშვილის თქმით, ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებამ შეასრულოს 12 პუნქტით გათვალისწინებული რეფორმები,"ის ათას ყალბ მიზეზს და საბაბს იმისთვის, რომ გააფუჭოს საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობები".

"ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებამ შეასრულოს 12 პუნქტით გათვალისწინებული რეფორმები, არ ასრულებს რეფორმებს და იგონებს ათას ყალბ მიზეზს და საბაბს იმისთვის, რომ გააფუჭოს საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობები. ვინ დაიჯერებ იმას, რომ თუ ევროპარლამენტი და დეპუტატები იყიდებიან, მილიარდერმა ივანიშვილმა ვერ მოახერხა მათი ყიდვა? ეს ძალიან სასაცილო ბრალდებაა.

ღარიბაშვილი, ძაღლი სახლში არ ვარგოდა და სანადიროდ გარბოდაო, სახლში ვერ ხედავს კორუფციას და იქ ეძებეს კორუფციას სადაც ეს არ არის. სავალალოა რა თქმა უნდა სახელმწიფოსთვის, როდესაც ასეთი პირი არის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე გამწესებული",- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

შეგახსენებთ, გუშინ, 19 ივლისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ შარშან უკრაინა იყო დაინტერესებული იმით, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიეღო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics