|
2023-07-20 10:38:43, 815 ნახვა
პოლიტიკა
ბრეგაძე პოლონელ ექიმებზე - ჩვენი თანამშრომლობა ვეღარ გაგრძელდება, ვინაიდან მათი მხრიდან შეთანხმება დაირღვა
ამიერიდან, რა თქმა უნდა, ოჯახს ექნება ისევ იმის შესაძლებლობა, რომ ჩამოიყვანონ უცხოელი ექიმები, თუმცა, ექიმების ამ ჯგუფთან ჩვენი თანამშრომლობა ვეღარ გაგრძელდება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მათი მხრიდან ეს შეთანხმება დაირღვა, და ამ ექიმის ქცევა იყო როგორც ეთიკურ, ისე სამართლებრივ ნორმებთან სრულიად შეუსაბამო,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ „იმედი LIVE"-ს ეთერში პოლონელ ექიმებზე საუბრისას განაცხადა. ბრეგაძის თქმით, ძალაში რჩება სააკაშვილის ოჯახის მიმართ გასული წლის 29 ნოემბერს გაკეთებული შეთავაზება, რაც ითვალისწინებს ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან ნებისმიერი ექიმის ჩამოყვანას. „ჩვენ, ჩვენის მხრივ, გავაკეთეთ ყველაფერი, დავრჩით ჩვენი პირობის ერთგული და, მათ შორის, პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოს რეკომენდაციით შევუშვით ეს ექიმები მსჯავრდებულ სააკაშვილთან. თუმცა, მათი მხრიდან არ იყო სათანადოდ გადმოდგმული ნაბიჯი. შესაბამისად, რაც შეეხება ამ ექიმის შემდგომ დაშვებას, ვერ იქნება გაზიარებული ჩვენი მხრიდან მათი თხოვნა. თუმცა, ჩვენ ვრჩებით ჩვენი პირობის ერთგული, რომელიც გავეცით ჯერ კიდევ გასული წლის 29 ნოემბერს, რაც შეეხებოდა მსჯავრდებული სააკაშვილისთვის შესაძლებლობის მიცემას, რომ მას ჩამოეყვანა საქართველოში მისთვის სასურველი ნებისმიერი უცხოელი ექიმი ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან. ამიერიდან, რა თქმა უნდა, ოჯახს ექნება ისევ იმის შესაძლებლობა, რომ ჩამოიყვანონ უცხოელი ექიმები, თუმცა, ექიმების ამ ჯგუფთან ჩვენი თანამშრომლობა ვეღარ გაგრძელდება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მათი მხრიდან ეს შეთანხმება დაირღვა, და ამ ექიმის ქცევა იყო როგორც ეთიკურ, ისე სამართლებრივ ნორმებთან სრულიად შეუსაბამო. გაჩნდა ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი, რაც არ შედიოდა ჩვენს ინტერესებში და, სამწუხაროდ, ჩვენ მოკლებული ვიქნებით შესაძლებლობას, რომ ამ ადამიანებთან გავაგრძელოთ თანამშრომლობა", – განაცხადა ბრეგაძემ.
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)