18:01 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-20 09:43:39, 2832 ნახვა

პოლიტიკა
ევროპარლამენტარები EU-ს ხელმძღვანელობას „ალტ-ინფოსა“ და კონსტანტინე მორგოშიას დასანქცირებისკენ მოუწოდებენ

ევროპარლამენტარები ევროკავშირის ხელმძღვანელობას მოუწოდებენ, „ალტ-ინფო“ და მისი  დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშია დაასანქცირონ. აღნიშნულის შესახებ ექვსი ევროპარლამენტარის წერილშია ნათქვამი.

როგორც წერილში ვკითხულობთ, ხელისუფლებამ არ დაიცვა 8 ივლისს "თბილისი პრაიდის" ფესტივალის მონაწილეთა უსაფრთხოება და ორგანიზატორების სიცოცხლე და ჯანმრთელობა რისკის წინაშე დააყენა.

„ჩვენ მტკიცედ მოვითხოვთ მიზანმიმართულ სანქციებს ჯგუფ „ალტ-ინფოს“ და მის უკან მყოფი ოლიგარქის, კონსტანტინე მორგოშიას მიმართ. ცნობილია, რომ „ალტ-ინფო“ ავრცელებს ლგბტქი-ფობიურ სიძულვილის ენას თავის მედია-არხებზე და აქტიურად იყო ჩართული 8 ივლისს "თბილისი პრაიდზე" თავდასხმებში. ჩვენ მტკიცედ მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, ებრძოლონ ლგბტქი-ფობიურ ძალადობასა და რიტორიკას საქართველოში და უზრუნველყონ განსაკუთრებით ლგბტქი ადამიანების უსაფრთხოება",- აღნიშნულია წერილში.

აღსანიშნავია, რომ წერილის ადრესატები არიან: ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ ვერ ლაიენი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი და თანასწორობის საკითხებში ევროკომისარი ჰელენა დალი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics