07:36 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-10 10:03:47, 372 ნახვა

პოლიტიკა
IDFI-მ პრეზიდენტს უზენაესი სასამართლოს თავჯდომარეობის კანდიდატურა წარუდგინა

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოზიციაზე პარლამენტისთვის წარსადგენად უზენაესის სასამართლოს მოქმედი მოსამართლის, ნათია წკეპლაძის კანდიდატურა შესთავაზა.

IDFI-ს ინფორმაციით,  ნათია წკეპლაძე 1999-2005 წლებში იყო თბილისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე, 2004 წლამდე ამავე სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის თავმჯდომარე. 2005 წლიდან  ნათია წკეპლაძე  საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის წევრია. მას მიღებული აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, ეწევა საგანმანამთლებლო და აკადემიურ საქმიანობას უმაღლეს სასწავლებლებში, არის სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მოწვეული ექსპერტი ადმინისტრაციული სამართლის დარგში. არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომისა და კვლევის ავტორი და თანაავტორი.

„ნათია წკეპლაძე არის უმწიკვლო რეპუტაციის ადამიანი და მოსამართლე, ის ყოველთვის გამოირჩევა მიუკერძოებლობითა და მაღალი პროფესიონალიზმით თავის საქმიანობაში, რის გამოც სარგებლობს დიდი ავტორიტეტითა და პატივისცემით მოსამართლეთა კორპუსში, აკადემიურ წრეებში, სამოქალაქო საზოგადოებაში. მისი სასამართლო გადაწყვეტილებები ხშირ შემთხვევაში გამხდარა მნიშვნელოვანი პრეცედენტის შემქმნელი სხვადასხვა პრობლემური სამართლებრივი საკითხის გადაწყვეტისას.  ნათია წკეპლაძის ხედვები საჯარო სამსახურში პროფესიული ეთიკის სტანდარტების შესახებ, ხშირად გამხდარა სამაგალითო საჯარო სექტორისთვის.  ნათია წკეპლაძე არის სამართლის დარგში მაღალი დონის პროფესიონალი, პრინციპული ადამიანი და დამოუკიდებელი თავის გადაწყვეტილებებში, მას აქვს ძლიერი ორგანიზაციული უნარები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის წარმატებით განხორციელებისათვის“, – ნათქვამია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის განცხადებაში. 

IDFI მიიჩნევს, რომ  ნათია წკეპლაძის კვალიფიკაცია, პროფესიული გამოცდილება, რეპუტაცია და პიროვნული თვისებები სრულად შეესაბამება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისთვის გათვალისწინებულ მოთხოვნებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics