06:53 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-19 11:58:47, 569 ნახვა

საზოგადოება
შამუგია - ავსტრიის მხარესთან ერთად არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ - დარწმუნებული ვარ, თანამშრომლობა მომავალშიც ნაყოფიერი იქნება

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში თომას მიულმანს და სოფლის მეურნეობის, სატყეო მეურნეობის, რეგიონების და წყლის მართვის საკითხებში ახალ ატაშეს კარინ დოფელბაუერს შეხვდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, მინისტრმა კარინ დოფელბაუერს საქმიანობის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა. ატაშეს საქმიანობა, საქართველოსთან ერთად, 5 ქვეყანას - სომხეთს, აზერბაიჯანს, თურქეთს, ყაზახეთსა და უზბეკეთს ფარავს. 

შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ოთარ შამუგიამ ავსტრიის მხარეს წლების განმავლობაში არსებული მჭიდრო თანამშრომლობისა და საქართველოს მუდმივი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.  

„ავსტრიის მხარესთან ერთად არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ. დარწმუნებული ვარ, ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც ნაყოფიერი იქნება. აქტიურად ვმუშაობთ, რომ მაქსიმალურად სწრაფად გავატაროთ რეფორმები როგორც სოფლის მეურნეობის, ისე გარემოს დაცვის სექტორში, მით უმეტეს, ახლა, როდესაც ევროინტეგრაციის გზაზე ვდგავართ და კანდიდატის სტატუსის მიღებას ველოდებით. შესაბამისად, ავსტრიის გამოცდილების გაზიარება ჩვენთვის ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო სოფლის მეურნეობის სექტორში 10 წლის განმავლობაში წარმოებისა და ექსპორტის გაზრდილ მაჩვენებლებს, მესაქონლეობის დარგის განვითარების გზებს, ღვინის ბაზრის დივერსიფიკაციისთვის გატარებულ ღონისძიებებს, სატყეო სექტორში განხორციელებულ რეფორმებს, მათ შორის, ტყის კოდექსს. მხარეებმა სოფლის მეურნეობის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. ავსტრიის მხარემ გამოცდილების გაზიარების კუთხით მზაობა გამოთქვა. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics