|
2023-07-19 09:48:32, 735 ნახვა
პოლიტიკა
ბრეგაძე სააკაშვილზე - ეს არის თავისუფლების უკანონოდ მოპოვების მცდელობა და სახელმწიფო ინტერესების დაზიანება
ამ ერთი ადამიანის გარშემო არის ატეხილი განსაკუთრებული აჟიოტაჟი და ეს სრულიად გასაგებია, რა მიზანსაც ემსახურება. ეს არის თავისუფლების უკანონოდ მოპოვების მცდელობა,- აღნიშნულის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა. ბრეგაძის თქმით, პენიტენციურ დაწესებულებაში თანაბარი დამოკიდებულება აქვთ აბსოლუტურად ყველა პატიმრის მიმართ. „კიდევ ერთხელ ხაზგასმით გეტყვით იმას, რომ ჩვენ გვაქვს თანაბარი დამოკიდებულება აბსოლუტურად ყველა პატიმრის მიმართ და, მათ შორის, როდესაც პოლიტიკოსი თუ ყოფილი პოლიტიკოსი ყოფილა პენიტენციურ დაწესებულებაში, მისთვის არავის შეუზღუდავს რაიმე უფლება. ჩვენ გვიხილავს, ასევე, სხვა პატიმრები, რომლებიც გამოსულან პენიტენციური დაწესებულებიდან და მათ არ ჰქონიათ რაიმე პრეტენზია პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების მიმართ, მაგრამ ამ ერთი ადამიანის გარშემო არის ატეხილი განსაკუთრებული აჟიოტაჟი და ეს სრულიად გასაგებია, რა მიზანსაც ემსახურება. ეს არის თავისუფლების უკანონოდ მოპოვების მცდელობა, სახელმწიფო ინტერესების დაზიანება და, ასევე, რა თქმა უნდა, საზოგადოების ტერორიზება. მე ამას არ მოვერიდები და პირდაპირ ვიტყვი, იმიტომ, რომ ჩვენ მრავალჯერ ვიხილეთ მათ მიერ გავრცელებული მტკნარი სიცრუე, რამაც, სამწუხაროდ, მთელ რიგ შემთხვევებში პროპაგანდისტული ხასიათიც მიიღო",- განაცხადა ბრეგაძემ. ბრეგაძის თქმითვე, მსჯავრდებული სააკაშვილი, პრაქტიკულად, პოლიტიკურ აქტივობას ეწევა კლინიკიდან და ამ პროცესში მას ადვოკატები ეხმარებიან. „ეს ადამიანი მაქსიმალურად ცდილობს ყოველთვის, რომ იყოს აქტუალური პოლიტიკურ დღის წესრიგში. ის დღეში რამდენიმეჯერ ხვდება, მათ შორის, ადვოკატებს და, ფაქტობრივად, ეს ადამიანები ასრულებენ არა უშუალოდ რაიმე სახის პროცესუალურ მოქმედებებს, არამედ, ფაქტობრივად, არიან ამბის გამტან-გამომტანები. კარგად მოგეხსენებათ, რომ, ფაქტობრივად, ყოველდღე ამ ადამიანის facebook- ზე განთავსდება ხოლმე სხვადასხვა სახის პოსტები და ის, თამამად შეიძლება ითქვას, რომ, პრაქტიკულად, პოლიტიკურ აქტივობას ეწევა კლინიკა „ვივამედიდან",– დასძინა ბრეგაძემ.
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)