|
2023-07-19 09:42:22, 794 ნახვა
პოლიტიკა
ბრეგაძე - როდესაც კიევი იბომბებოდა, საქართველოს ელჩი უკრაინაში რჩებოდა უკრაინელი ხალხის გვერდით
როდესაც კიევი იბომბებოდა, საქართველოს ელჩი და დიპლომატიური პერსონალი რჩებოდნენ ქალაქში უკრაინელი ხალხის გვერდით. როდესაც ბატონ გიორგი ზაქარაშვილს ვესაუბრებოდი, მქონდა რამდენიმეჯერ მასთან სატელეფონო საუბარი, აფეთქებების ხმაც კი ისმოდა. დაუშვებელი იყო, რომ ამ ადამიანისათვის, რომელიც ბოლომდე, მართლაც რომ საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ვაჟკაცურად იმყოფებოდა ქალაქში, მოეწოდებინა უკრაინის პრეზიდენტს, დაეტოვებინა კიევი და ჩამოსულიყო საქართველოში კონსულტაციების გასამართად,- ასე შეაფასა იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება საქართველოს ელჩთან დაკავშირებით. ბრეგაძის განცხადებით, სრულიად გაუგებარია, რა საკითხზე შეიძლება გაიმართოს კონსულტაციები უკრაინის ელჩთან საქართველოში მაშინ, როდესაც მსჯავრდებული სააკაშვილი დამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოში იხდის სასჯელს. „სასამართლომ სააკაშვილის მხარის მოთხოვნა სასჯელის გადავადების ან სასჯელისაგან გათავისუფლების არ დააკმაყოფილა. ასევე, სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა მათი ერთადერთი მოთხოვნა, რაც გულისხმობდა სააკაშვილის სამკურნალოდ გაყვანას სამედიცინო მიზნებით. ეს ადამიანი სრულიად კანონიერად იმყოფება საპატიმროში და მისი უფლებები არ ირღვევა",- განაცხადა ბრეგაძემ. ბრეგაძის თქმითვე, სამართლებრივ სახელმწიფოში პოლიტიკა სამართლის დადგენილ ჩარჩოებში ხორციელდება. „ჩვენ ვმოქმედებთ სამართლის და არა პოლიტიკური შთაბეჭდილებების შესაბამისად. სამართალი და პოლიტიკა არის ერთმანეთთან ურთიერთკავშირში, მაგრამ სამართლებრივ სახელმწიფოში პოლიტიკა უნდა განხორციელდეს სამართლის დადგენილ ჩარჩოებში",- დასძინა ბრეგაძემ.
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)