18:01 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-18 10:37:00, 988 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილის წერილი The Times-ს - როცა დასავლეთი პუტინის შესახებ გავაფრთხილე, უგულებელყოფილი ვიყავი

პუტინმა უკრაინის ხელში ჩაგდების განზრახვა თითქმის 2 ათეული წლის წინ გამოთქვა, მაგრამ როდესაც დასავლეთი გავაფრთხილე, მე უგულებელყოფილი ვიყავი,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წერილშია აღნიშნული, რომელიც მან გამოცემა The Times-ს გაუგზავნა.

როგორც წერილშია აღნიშნული, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი არ მალავდა მიწის მიტაცების გეგმებს, როცა ისინი მოლაპარაკებებისთვის კრემლში 2004 წელს შეხვდნენ.

"პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინის ხელში ჩაგდების განზრახვა თითქმის 2 ათეული წლის წინ გამოთქვა, მაგრამ დასავლეთმა უგულებელყო გაფრთხილებები მისი აგრესიული ტერიტორიული ამბიციების შესახებ...

ყველაფერი, რასაც ის ახლა აკეთებს, მეტნაკლებად ამიხსნა ჩვენს პირველ შეხვედრაზე“,- აღნიშნულია  სააკაშვილის წერილში.

ამასთან, როგორც გამოცემა წერს, მიხეილ სააკაშვილი "კრემლში შეხვედრის შემდეგ ბერლინში გაემგზავრა პუტინთან დაკავშირებით თავისი შეშფოთების გამოსახატად, თუმცა გერმანიის მაშინდელი კანცლერი გერჰარდ შროდერი გულცივი იყო".

"როცა დასავლეთი გავაფრთხილე პუტინის შესახებ, მე უგულებელყოფილი ვიყავი, როგორც არასტაბილური გამწარებული გიჟი", - წერს სააკაშვილი.

The Time-ის მასალაში ასევე საუბარია სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდზეც, სადაც ნათქვამია, რომ "ვარდების რევოლუციის" შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა კორუფციის აღმოსაფხვრელად რეფორმები გაატარა და ქვეყანა NATO-სა და ევროკავშირის გზაზე დააყენა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics