|
2023-07-18 10:19:17, 1123 ნახვა
ეკონომიკა
სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, კომპანიამ „გოლდენ ფარმს“ ლურჯი მოცვის ბაღი 16 ჰექტარზე გააშენა და სამაცივრე მეურნეობა მოაწყო
სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ნატალია ხარატიშვილმა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ დავით ვერავამ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორგაში სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარი კომპანიის „გოლდენ ფარმს“ლურჯი მოცვის ბაღი და სამაცივრე მეურნეობა დაათვალიერეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, 2020 წელს, კომპანიამ „გოლდენ ფარმს“ 16 ჰექტარზე მოცვის თანამედროვე ბაღის გაშენებისა და სარწყავი სისტემის მოწყობისათვის პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში 250,000 ლარის ოდენობით თანადაფინანსება მიიღო, ხოლო შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში მიღებულმა აგროსესხმა 850,000 ლარი შეადგინა. კომპანიამ თანმედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სამაცივრე მეურნეობის მოსაწყობად 3.5 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა, მათ შორის სოფლის განვითარების სააგენტოს გრანტი 500,000 ლარია და 1,2 მლნ ლარი - შეღავათიანი აგროკრედიტი. სამაცივრე მეურნეობას 250 ტონა ლურჯი მოცვის შენახვის შესაძლებლობა აქვს. კომპანიაში 10 ადგილობრივია დასაქმებული. „სახელმწიფო ეხმარება ლურჯი მოცვის სექტორის განვითარებას როგორც პირველადი წარმოების, ასევე შენახვა-რეალიზაციის მიმართულებებით. პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, ლურჯი მოცვის ბაღები საქართველოში გაშენდა 2,500 ჰექტარზე, აქედან, 1500 ჰა სამეგრელოს რეგიონში, სადაც სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსებამ 27 მლნ ლარი შეადგინა“, - აღნიშნა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ნატალია ხარატიშვილმა კომპანიის „გოლდენ ფარმს“ დირექტორის დავით ლაბარტყავას განცხადებით, ბაღი სრულ მსხმოიარობაში 2 წელიწადში შევა; მიმდინარე წელს, კომპანიამ 30 ტონამდე ლურჯი მოცვის ექსპორტის გალფის ქვეყნებში, ჩინეთში, გერმანიასა და პოლონეთში განახორციელა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მასშტაბით, ლურჯი მოცვის გაშენების მიზნობრიობით გაცემული შეღავათიანი აგროკრედიტი 127,9 მლნ ლარს აღემატება, სადაც სესხის პროცენტის სუბსიდირებას სოფლის განვითარების სააგენტო 16,6 მლნ ლარის ოდენობით ახორციელებს. მათ შორის, სამეგრელოს რეგიონში ლურჯი მოცვის გაშენების მიზნობრიობით გაცემულია 69 მლნ ლარზე მეტი, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 9,8 მლნ ლარს აღემატება.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)