08:27 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-18 09:45:02, 519 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციამ სანაპირო დაცვის დღე აღნიშნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დაარსებიდან 25 წელი შესრულდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, ნიკოლოზ შარაძემ სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორთან, რამაზ პაპიძესთან ერთად პირად შემადგენლობას პროფესიული დღე ფოთში, სანაპირო დაცვის ბაზაზე მიულოცა და თანამშრომლები სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის დააჯილდოვა.

„საქართველოს სანაპირო დაცვას 25 წელი შეუსრულდა. თითოეულ თქვენგანს გილოცავთ ამ მნიშვნელოვან თარიღს! შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებში: საზღვაო სივრცეში, საზღვაო უსაფრთხოებასთან და უშიშროებასთან დაკავშირებულ კომპლექსურ ამოცანებს ახორციელებს. უნდა აღინიშნოს, რომ სანაპირო დაცვის დეპარტამენტი დინამიურად ვითარდება, რაც თითოეული თქვენგანის ყოველდღიური კეთილსინდისიერი შრომის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საერთაშორისო პარტნიორების დიდი დამსახურებაა.

სანაპირო დაცვა მისი ფუნქციონირების 25 წელს, მიღწევებითა და დიდი ისტორიით ხვდება. ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა, საქართველოს ნატო-ს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციის ,,ზღვის მცველის“ ოპერაციული პარტნიორის სტატუსი მიანიჭა. სწორედ სანაპირო დაცვის კანონაღსრულების ტაქტიკური ჯგუფების ნატოს შეფასების 4 - წლიანი პროგრამის წარმატებით დასრულების საფუძველზე, მივაღწიეთ ამ მნიშვნელოვან შედეგს. მადლობა თითოეულ თქვენგანს ამ მიღწევისთვის. საქართველოს პარლამენტმა ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლების ნატო-ს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში ,,ზღვის მცველი“ მონაწილეობისას საბერძნეთის სამხედრო - საზღვაო ძალების ხომალდებზე განთავსებასთან დაკავშირებით“ უწყებათაშორისი საერთაშორისო შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა“, - განაცხადა სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, ნიკოლოზ შარაძემ.

სასაზღვრო პოლიციის უფროსმა სანაპირო დაცვის დეპარტამენტის 21 თანამშრომელი სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და მიღწეული წარმატებებისთვის დააჯილდოვა.

სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ომში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო.

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics