|
2023-07-17 14:29:38, 679 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის“ ყრილობაზე ახალი გამგეობის წევრები და პრეზიდენტი აირჩიეს
15 ივლისს სასტუმრო „პულმან თბილისი აქსის თაუერსში“ "საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის" ყრილობა გაიმართა. "საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის" ცნობით, ყრილობას 400 ფარმაცევტი დელეგატი დაესწრო, თუმცა ფარმაცევტული დარგის მიმდინარე გამოწვევებისა და პრობლემების გამო, ყრილობის მიმდინარეობაში მონაწილეობის მსურველთა რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა და 700-ს მიაღწია. "ყრილობას დაესწრნენ ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა და ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციები, ფარმაცევტ სტუდენტთა და ევროპული ბიზნეს ასოციაცია, აჭარის ფარმაცევტთა ასოციაცია, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და ქუთაისის ა. წერეთლის უნივერსიტეტის ფარმაცევტული ფაკულტეტის, სამედიცინო უნივერსტიტეტის, ფარმაკო-ქიმიის ინსტიტუტის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსტიტეტის, საქართველოს უნივერსტიტეტის, პროფესიული უნარების განვითარების სააგენტო, ჯანდაცვის დარგობრივი ორგანიზაცია, კოლეჯ პანაცეას, კოლეჯ კავკასიონის აკადემიური პერსონალი. ყრილობაზე ასევე მოწვეულნი იყვნენ ჯანდაცვის სამინისტროს და პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წევრები, თუმცა ისინი ყრილობას არ დაესწრნენ. ყრილობაზე იმსჯელეს ფარმაცევტული დარგის და პროფესია ფარმაცევტის წინაშე არსებული გამოწვევებისა და პრობლემების შესახებ. ასოციაციის მოქმედმა პრეზიდენტმა, ლევან გოგიბერიძემ დელეგატებს და მოწვეულ სტუმრებს გავლილი პერიოდის განმავლობაში ასოციაციის საქმიანობა გააცნო; დამსწრეთა წინაშე ასევე წარსდგენ ახალი გამგეობის წევრობის კანდიდატები. "ფარმაცევტთა ასოციაციის" წესდების თანახმად, ახალი გამგეობის წევრების არჩევნები ფარული კენჭისყრით ჩატარდა. არჩეულმა გამგეობამ, თავის მხრივ პრეზიდენტად მეორე ვადით ლევან გოგიბერიძე აირჩია. ფრამაცევტის პროფესიის პოპულარიზაციის პრობლემებსა და პერსპექტივებზე ისაუბრეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, ფარმაცევტული ფაკულტეტის დეკანმა თამარ ჩიკვილაძემ; აჭარის ფარმაცევტთა ასოციაციის პრეზიდენტმა, ფარმაციის დოქტორმა ვლადიმერ მახარაძემ. ფარმაცევტის როლის შესახებ ევროპასა და აშშ-ში, თანამედროვე ფარმაციის გამოწვევები დღევანდელ მსოფლიოში ისაუბრეს თსუ-ს ფარმაცევტული ფაკულტეტის სტუდენტებმა გიორგი მგალობლიშვილმა და მარიამ გაგნიძემ. ყრილობის დელეგატებს მიესალმა რესპუბლიკის დამსახურებული ფარმაცევტი ვახტანგ ქავთარაძე. "საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაცია" დიდი ბრიტანეთის, აშშ, სამხრეთ კორეის ფარმაცევტულ ასოციაციებთან თანამშრომლობს. ყრილობის დასასრულს დელეგატებმს ვიდეო-ჩართვით მიესალმენ დიდი ბრიტანეთის ფარმაცევტული ასოციაციიდან. საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის ყრილობამ დარგის წარმომადგენელთა დიდი ინტერესი გამოიწვია. მომდევნო, რიგით მეექსვე ყრილობა 1 წელიწადში გაიმართება",- ნათქვამია "საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)