09:35 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-17 11:07:24, 899 ნახვა

პოლიტიკა
ჰერჩინსკი - იმედი მაქვს, რომ მიხეილ სააკაშვილს შესაბამისი მკურნალობა გაეწევა

იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება და მიხეილ სააკაშვილს გაეწევა შესაბამისი მკურნალობა,- ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

ჰერჩინსკის თქმით, პოლონელი ექიმები საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან კლინიკაში "დაუყოვნებლივ და ყოველგვარი გართულებების გარეშე შეუშვეს".

"მე მოხარული ვარ, რომ პოლონელ ექიმებს მიხეილ სააკაშვილის მონახულების საშუალება მიეცათ. ძალიან კარგია, რომ მათ რამდენიმე საათი გაატარეს პაციენტთან და ასევე ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ შეხვედროდნენ კლინიკა „ვივამედის“ წარმომადგენლებს. ამ ყველაფერს დრო დასჭირდა, მაგრამ როგორც კი ექიმები ჩამოვიდნენ საქართველოში, ისინი დაუყოვნებლივ და ყოველგვარი გართულებების გარეშე შეუშვეს კლინიკაში. მე იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება და მიხეილ სააკაშვილს გაეწევა შესაბამისი მკურნალობა",- განაცხადა ჰერჩინსკიმ.

ცნობისთვის, 14 ივლისს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტთან დაკავშირებით განცხადება და ვიდეოკადრები გაავრცელა. განცხადების თანახმად, ვიზიტის განმავლობაში, ერთ-ერთი პოლონელი ექიმისგან ადგილი ჰქონდა "გაუგებარ ინციდენტს", კერძოდ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში პოლონელმა ექიმმა გადაახვია ქაღალდში და მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით ცდილობდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics