|
2023-07-15 13:50:20, 1127 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - ყველა, ვინც გაეკარა სააკაშვილის საკითხს, შერცხვა - ევროპარლამენტარებისგან ბოდიშს მოველი
ყველა, ვინც გაეკარა მიხეილ სააკაშვილის საკითხს, შერცხვა საქართველოს წინაშე,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ევროპარლამენტარებისგან "ბოდიშს მოელის". "ჩვენ და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ვართ ერთ აზრზე, რომ ეს ყველაფერი ეყრდნობა ტყუილს, ეს თქვა ზუსტად სტრასბურგის სასამართლომ, რომ მას მიეწოდება ყველა სათანადო სერვისი და სინამდვილეში ის არის თვითდაზიანების პროცესში. ყველა, ვინც გაეკარა მიხეილ სააკაშვილის საკითხს, შერცხვა საქართველოს წინაშე. შერცხვა ევროპარლამენტი, რომელმაც მიიღო დეზინფორმაციაზე დაფუძნებული რეზოლუციები; შერცხვა მათ შორის უკრაინის პრეზიდენტი, რომელმაც ნაცვლად იმისა, რომ მადლობა გადაეხადა საქართველოსთვის, ელჩი გამოაძავე უკრაინიდან; შერცხვნენ ყოფილი ელჩები, რომლებიც მონაწილეები არიან ამ დეზინფორმაციის; შერცხვნენ მოქმედი ელჩები საქართველოში, რომლებმაც დემარშით მიაკითხეს იუსტიციის მინისტრს... ერთადერთი რასაც მოველი ევროპარლამენტარებისგან, არის ბოდიში",- განაცხადა პაპუაშვილმა. შეგახსენებთ, რომ 44-მა ევროპარლამენტარმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს წერილით მიმართა, სადაც ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ, მხარი დაუჭირონ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ევროკავშირის ერთ-ერთ წევრ ქვეყანაში გადაყვანას.
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)