19:04 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-14 14:08:29, 611 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - ერთ-ერთმა ელჩმა თქვა, რომ ეშინიათ, საქართველოს გავლით ბევრი რუსის ევროკავშირში შესვლის - თუ არ უნდათ რუსეთის მოქალაქეები ევროკავშირში, ნუ მისცემენ ვიზებს

ერთ-ერთი ელჩი გამოვიდა და თქვა ასეთი რაღაც, რომ საქართველოს გავლით ეშინიათ, რომ ბევრი რუსი შევა ევროკავშირში. ევროკავშირში რუსეთის მოქალაქის შესვლას სჭირდება ვიზა, თუ არ უნდათ რუსეთის მოქალაქეები ევროკავშირში, ნუ მისცემენ ვიზებს, - ამის შესახებ  პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კითხვაზე, რუსეთთან ფრენების გამო, რამდენად არსებობს რისკი, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოს სატრანსპორტო ჰაბად გადაიქცეს, ირაკლი კობახიძემ მაგალითად მოიყვანა მეზობელი ქვეყნების სტატისტიკური მონაცემები.

კობახიძემ აღნიშნა, რომ თურქეთის, აზერბაიჯანის და სომხეთისგან განსხვავებით, საქართველო დღეში მხოლოდ 5 პირდაპირ რეისს ასრულებს რუსეთის მიმართულებით, რაც რამე სახის რისკს ამ კუთხით გამორიცხავს.

„რაც შეეხება იმას, თუ რამდენად „სარისკოა“ ამ კუთხით საქართველოში ფრენები რუსეთის მოქალაქეების ევროპაში გამგზავრების თვალსაზრისით: მარტივი სტატისტიკა რომ მოვიყვანოთ, მაგალითად, დღეში, რუსეთსა და თურქეთს შორის სრულდება დაახლოებით 100 პირდაპირი რეისი, აზერბაიჯანი - დაახლოებით 25, სომხეთი - დაახლოებით 25, რაც ჯამში არის 150. რაც შეეხება საქართველოს, დღეში სრულდება 5 რეისი. თავადაც შეგიძლიათ განსაჯოთ, რა მასშტაბებზეა საუბარი, როგორ შეიძლება საქართველოში ფრენები გახდეს რაღაცნაირად რისკების საფუძველი?  ეს ხომ ცარიელი სპეკულაცია და ტყუილებია? როგორ შეიძლება ასეთ რამეს კადრულობდეს ელჩი, ან ნებისმიერი პოლიტიკოსი, ან ნებისმიერი სხვა ადამიანი, რომელიც სახელმწიფოს უდნა უფრთხილდებოდეს? - არ შეიძლება ასეთი ტყუილებით პიარული სვლების დაგეგმვა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics