|
2023-07-14 13:03:37, 1578 ნახვა
რეგიონი
აჭარაში უცხოელი ჟურნალისტებისა და ბლოგერების მოწვევა გრძელდება
აჭარის პოპულარიზაცია სამიზნე ქვეყნებში გრძელდება. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, ამჯერად, რეგიონს აზერბაიჯანელი ინფლუენსერები სტუმრობდნენ და მიმდევრებს აქტიურად უზიარებდნენ რეგიონში მოგზაურობის შთაბეჭდილებებს. დეპარტამენტის ინფორმაციით, ბლოგერებმა ბათუმის ტურისტულად მიმზიდველი ადგილები და მთიანი აჭარა მოინახულეს, სადაც თავადვე გამოსცადეს ტურისტული სერვისები და პროდუქტები. "ისინი რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით სტუმრობენ. უწყება რეგიონში უცხოელი ჟურნალისტებისა და ტურისტული სააგენტოების ჩართულობით პრეს-ინფოტურების ორგანიზებას წლის ბოლომდე აქტიურად გააგრძელებს. წელს, აჭარის ტურისტული პროდუქტებს უკვე სტუმრობდა პოლონელი, გერმანელი, უზბეკი, ყაზახი, სერბი, კორეელი, ებრაელი, თურქი და არაბი ჟურნალისტები, რომელთა მიერ მომზადებული სტატიები, სიუჟეტები და ბლოგები სამიზნე ქვეყნების რეიტინგულ მედიასაშუალებებში გამოქვეყნდა. 2022 წელს, რეგიონს 500-მდე ჟურნალისტი, ბლოგერი, ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელი სტუმრობდა",- ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)