09:46 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-13 15:33:43, 1012 ნახვა

საზოგადოება
კუპატაძე „პრაიდ ფესტივალზე“ - ჩვენი უშუალო მიზანი იქნა დაცული და არავინ არ დაშავებულა

8 ივლისის ღონისძიებასთან დაკავშირებით მობილიზებული იყო შსს-ს თითქმის ყველა დანაყოფი, 3 000-მდე პოლიციელი, მათ შორის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი,- აღნიშნულის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კუპატაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

კუპატაძის თქმით, "თბილისი პრაიდის" ღონისძიებაზე შსს-მ თავისი "უშუალო მიზანი" შეასრულა და ღონისძიებაზე მყოფი არცერთი მონაწილე არ დაშავებულა. 

"8 ივლისის ღონისძიებასთან დაკავშირებით მობილიზებული იყო შსს-ს თითქმის ყველა დანაყოფი, 3,000-მდე პოლიციელი, მათ შორის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი. ასევე მეც ვიღებდი ამ ღონისძიებაში მონაწილეობას. იქ მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ დაცული ყოფილიყო როგორც გამოხატვის თავისუფლება, ასევე ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა. 

შესაბამისად, მოვიდა ძალიან დიდი რაოდენობის ადამიანი კონტრაქციის წარმომადგენლები. ჩვენ გვქონდა კორდონები გაკეთებული გზის სავალ ნაწილებზე და ვინაიდან ლოკაცია არ გვაძლევდა იმის საშუალებას, რომ მთელი პერიმეტრი ყოფილიყო მაქსიმალურად დაცული და უსაფრთხო. ეს ადამიანები ცდილობდნენ, რომ ჩვენი კორდონებისთვის აექციათ გვერდი და მინდვრებით და გრუნტიანი გზებით მიეღწიათ იმ ღონისძიებამდე, სადაც ეს ღონისძიება ტარდებოდა, ვგულისხმობ "პრაიდს". ამის შემდეგ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, ვინაიდან სიცოცხლე და ჯანმრთელობა არის უპირველეს ყოვლისა და ჩვენი უშუალო მოვალეობა არის ეს, მოვახდინეთ ამ "პრაიდის" მონაწილეებისა და ორგანიზატორების ევაკუაცია. ჩვენ გავიყვანეთ ეს ადამიანები, რომ არ მომხდარიყო რამე დაპირისპირება და არ დაზიანებულიყო ვინმე. 

საბედნიეროდ, ჩვენი უშუალო მიზანი რაც იყო იქნა დაცული და ამ ღონისძიებაზე არავინ არ დაშავებულა",- განაცხადა კუპატაძემ.

შეგახსენებთ, 8 ივლისს "პრაიდ ფესტივალის" მოწინააღმდეგეებმა "პრაიდის კვირეულის" დასკვნითი ღონისძიება ჩაშალეს. აქციის მონაწილეებმა ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველების მიუხედავად, პოლიციის არაერთი კორდონი გაარღვიეს და შეიჭრნენ ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც "თბილისი პრაიდის" ღონისძიება უნდა გამართულიყო.

"თბილისი პრაიდმა" ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღო. ორგანიზაციამ ვითარების გამწავავების პარალელურად გაავრცელა განცხადება, რომ ფესტივალის ორგანიზატორები და მონაწილეები ტერიტორიას ტოვებდნენ.

რაც შეეხება "პრაიდ ფესტივალის" მოწინააღმდეგეებს, მათ ღონისძიების ჩატარების ადგილი დაიკავეს, სცენა და სასცენო მოწყობილობები დააზიანეს და ინვენტარის ნაწილი დაწვეს.

აღნიშნულის შემდეგ განცხადება გააკეთა ადგილზე მყოფმა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარეხველიძემ, რომლის თქმითაც, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე "პოლიციის მაქსიმალური რაოდენობა იყო მობილიზებული", თუმცა "ყველა აქციაზე შეუძლებელია, რომ 100%-იანი უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი".

ღონისძიების ჩაშლას საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალადობრივი ქმედებების აღკვეთისკენ, მმართველ პოლიტიკურ გუნდს კი, დაპირისპირების წაქეზების შეწყვეტისკენ მოუწოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციამ „პრაიდ ფესტივალის“ ჩაშლის დროს 2 პირი დააკავა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics