09:51 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-13 11:21:41, 1004 ნახვა

საზოგადოება
მეუფე ნიკოლოზი - მეუფე შიო მშვენივრად გრძნობს თავს - თუ ვინმემ მოწამლა, არ ვარგებულა ის მკვლელი

მეუფე შიო მშვენივრად გრძნობს თავს, თუ ვინმემ მოწამლა, არ ვარგებულა ის მკვლელი,- ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა პატრიარქის მოსაყდრის, მეუფე შიო მუჯირის შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მეუფე ნიკოლოზმა მედიასთან საუბრისას აღნიშნა, მეუფე შიოს მოწამვლა "ხელოვნურია".

"მეუფე შიო მშვენივრად გრძნობს თავს და თუ ვინმემ მოწამლა, არ ვარგებულა ის ვიღაც მკვლელი, ვერ მოუწამლავს ესე იგი, ამიტომ არ არის მოწამლული...

"ციანიდის საქმე" ასევე არის შეთხზული ჟურნალისტების მიერ, არავითარი "ციანიდის საქმე" არ არსებობს სინამდვილეში. იქაც ასე იყო, აღიძრა გამოძიება, მოკლედ ეს ხელოვნური საქმეებია, ისიც და ესეც. რომელზეც ნამდვილად უწერია, რაც გავარკვიე, რომ პატრიარქის მკვლელობის მცდელობისთვის არ არის გასამართლებული, სხვა ბრალდება აქვს წარდგენილი",- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

შეგახსენებთ, 5 ივლისს ქართულმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, საქართველოს საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო მუჯირი მოწამლეს.

6 ივლისს კი, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ მეუფე შიოს სისხლში მძიმე მეტალების შემცველობა დაშვებულზე მეტი აღმოჩნდა და არ არის გამორიცხული, მისი ავადმყოფობა ვიღაცის ინტერესში იყოს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics