|
2023-07-12 19:43:48, 985 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე - ადამიანები, რომლებიც ჯარისთვის თავის არიდებაში აკეთებენ ფულს, ჯარის, „თავდაცვის კოდექსზე“ და კანონზე გველაპარაკებოდნენ
ადამიანები, რომლებიც ჯარისთვის თავის არიდებაში აკეთებენ ფულს და ახალგაზრდებს არწმუნებენ, რომ ჯარში არ უნდა წავიდნენ, ფული უნდა გადაიხადონ მათთან და ისინი რაღაც შავ ხვრელს მოძებნიან, თავს აარიდებინებენ ჯარს, სახელმწიფოს და საკუთარი სამშობლოს - საქართველოს მსახურებას, ამაში დამარწმუნებელი ადამიანები ჯარის, „თავდაცვის კოდექსზე“ და კანონზე გველაპარაკებოდნენ და ამაში სამწუხაროდ მხარს უჭერდა ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი. ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ნიშანდობლივია, რომ ის ადამიანები, რომლებიც იყვნენ დროის გაწელვის პიონერები, ახლა აქ არ არიან ახლა, რადგან მათ არ აინტერესებთ „თავდაცვის კოდექსთან“ დაკავშირებით უმრავლესობის მიერ გამოთქმული მოსაზრებები. დარწმუნდნენ რა, რომ დრო ვეღარ გაიწელებოდა, დატოვეს სხდომათა დარბაზი. მისივე თქმით, დროის გაწელვის ინტერესს ჰქონდა საკუთარი მიზეზი, საფუძველი და საბაბი - ეს იყო ფულის კეთება. „ქართული ჯარი და ქართველი ჯარისკაცი რომ ჩვენი სახელმწიფოს სიამაყეა, ამას ალბათ ყველა ეთანხმება, როგორი პოლიტიკური შეხედულებისაც არ უნდა იყოს. ამის წინააღმდეგ ბრძოლა არავის გაუვა და ეს სიამაყე საქმემ უნდა განამტკიცოს, საქმემ, რომელიც ჩვენს ჯართან დაკავშირებულ კანონმდებლობაშიც უნდა აისახოს. ძალიან ნიშანდობლივია, რომ ის ადამიანები, რომლებიც იყვნენ დროის გაწელვის და მეტის არაფრის პიონერები, ახლა აქ არ არიან ახლა, რადგან მათ რეალურად არ აინტერესებთ „თავდაცვის კოდექსთან“ დაკავშირებით უმრავლესობის მიერ გამოთქმული მოსაზრებები. მათ აინტერესებდათ დროის გაწელვა და დარწმუნდნენ რა, რომ დრო ვეღარ გაიწელებოდა, დატოვეს სხდომათა დარბაზი. ეს ყველაფერზე მეტყველებს. ამ დროის გაწელვის ინტერესს ჰქონდა საკუთარი მიზეზი, საფუძველი და საბაბი - ეს იყო ფულის კეთება. ადამიანები, რომლებიც ჯარისთვის თავის არიდებაში აკეთებენ ფულს და ახალგაზრდებს არწმუნებენ, რომ ჯარში არ უნდა წავიდნენ, ფული უნდა გადაიხადონ მათთან და ისინი რაღაც შავ ხვრელს მოძებნიან და მოძებნეს კიდევაც სამწუხაროდ წლების განმავლობაში და თავს აარიდებინებენ ჯარს და სახელმწიფოს და საკუთარი სამშობლოს - საქართველოს მსახურებას, ამაში დამარწმუნებელი ადამიანები ჯარის და თავდაცვის კოდექსზე და კანონზე გველაპარაკებოდნენ და ამაში სამწუხაროდ მხარს უჭერდა ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
საფრანგეთში გამართულ საპროტესტო აქციებში თითქმის 1.6 მილიონი ადამიანი მონაწილეობდა
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)