|
2023-07-12 15:03:48, 1519 ნახვა
რეგიონი
ბათუმი FIABCI უძრავი ქონების და ტურიზმის ფორუმს მასპინძლობს
ბათუმში FIABCI უძრავი ქონების და ტურიზმის ფორუმი „Batumi Real Estate 2023“ გაიხსნა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. მათი ცნობით, ფორუმი მაიამიში გამართული FIABCI-ის უძრავი ქონების მსოფლიო კონგრესის და მსოფლიო ოსკარად წოდებული უძრავი ქონების დაჯილდოების ერთგვარ გაგრძელებას წარმოადგენს, სადაც მონაწილეობას FIABCI-ის მსოფლიო დაჯილდოების გამარჯვებული წამყვანი სამშენებლო-დეველოპერული კომპანიები, ასევე არქიტექტორები, ურბანისტები, ინვესტორები იღებენ. „ფორუმის წევრებს სიტყვით მიმართა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ და რეგიონში ტურიზმის და დეველოპმენტის მიმართულებით მიღწეულ შედეგებზე, საერთაშორისო აღიარებებზე და სამომავლო გეგმებზე გაამახვილა ყურადღება. თორნიკე რიჟვაძეს ტურიზმისა და უძრავი ქონების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ფიაბსი ჯორჯიას საპატიო წევრის წოდება მიენიჭა. FIABCI-Georgia და Property Georgia-ს მიერ ორგანიზებული ფორუმი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პატრონაჟით ჩატარდა. ფორუმზე აჭარის საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალი პანელური დისკუსიის ფორმატში განიხილეს. ღონისძიების ფარგლებში B2B შხვედრები გაიმართა. ფლორიდაში, ქალაქ მაიამიში 5-9 ივნისს გამართულ FIABCI-ის უძრავი ქონების 73-ე მსოფლიო კონგრესი და მსოფლიო ოსკარებად წოდებული უძრავი ქონების დაჯილდოება გაიმართა. FIABCI World Prix d'Excellence Awards-ზე ქართული პროექტები წელს პირველად იყო წარდგენილი“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)