19:55 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-12 13:05:23, 832 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე სერგეენკოზე - გაცდენების ნახევარზე მეტი დაგროვდა - მეგობრული კონსულტაციები გვექნება

გაცდენების ნახევარზე მეტი დაგროვდა და ამის გამო განიხილება საპროცედურო საკითხთა კომიტეტზე ეს საკითხი,- ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, პარლამენტი მმართველი პარტიის დეპუტატის, დავით სერგეენკოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე იმსჯელებს.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს უთხრა, გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

"კონსულტაციები გვექნება ბატონ დავითთან და ამის საფუძველზე მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას... ბატონი დავითი არის ჩვენი მეგობარი. გვექნება მეგობრული კონსულტაციები და ამის საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, რამდენად სურს პარლამენტში მუშაობის გაგრძელება",- განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული დღის წესრიგის მიხედვით, სერგეენკოსთვის დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი იმსჯელებს.

კომიტეტის სხდომა 14 ივლისს არის ჩანიშნული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics