10:03 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-11 12:26:10, 1200 ნახვა

პოლიტიკა
ქადაგიშვილი - ნატო არ არის მზად არც უკრაინისა და არც საქართველოს ალიანსში მიღებისთვის

ჯერჯერობით ნატო არ არის მზად არც უკრაინის ნატოში მიღებისა და არც საქართველოს ნატოში მიღებისთვის,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილის თქმით, საქართველო, ნატოსა და ევროკავშირთან თავსებადობის კუთხით, ლიდერი სახელმწიფოა.

"გახსოვთ, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ულტიმატუმი წააყენა როდესაც თქვა, რომ თუ ნატოში მიღების კონკრეტული გეგმა არ იქნება უკრაინისთვის გაცხადებული, მე ამ სამიტს არ დავესწრებიო... საქართველო რეფორმების კუთხით, ნატოსა და ევროკავშირთან თავსებადობის კუთხით, ყველა ობიექტური შეფასებითა და მონაცემით, არის ლიდერი სახელმწიფო. უკრაინაში ომის დაწყების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი რუსეთისთვის იყო უკრაინის სწრაფვა ნატოსკენ... ომისა და სისხლის ფასად შანსი [ნატო] არ გვჭირდება",- უთხრა ირაკლი ქადაგიშვილმა "მთავარ არხს".

შეგახსენებთ,  11-12 ივლისს ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში ნატოს სამიტი იმართება.

საქართველოს სამიტზე საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი წარმოადგენს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა მაგიდაზე წითელი ქუდი გადმოკიდა წარწერით „ვეტო“
საფრანგეთში გამართულ საპროტესტო აქციებში თითქმის 1.6 მილიონი ადამიანი მონაწილეობდა
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics