|
2023-07-10 16:53:25, 1022 ნახვა
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ შპს „ხელვაჩაურის წყალკანალის" ყოფილი დირექტორი დამნაშავედ ცნო
ბათუმის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების მითვისების, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე, ბრალდებული დამნაშავედ ცნო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, სასამართლოში დადასტურდა, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის შპს „ხელვაჩაურის წყალკანალის" ყოფილი დირექტორი, მისი ნდობით აღჭურვილ პირებთან ყოველთვიურად აფორმებდა ფიქტიურ შრომით ხელშეკრულებებს, რომლის მიხედვით თითქოსდა აღნიშნული პირები ახორციელებდნენ წყალსადენების სათავე ნაგებობების მოვლა-გაწმენდით სამუშაოებს. ფიქტიური შრომითი ხელშეკრულებების,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების, ასევე ყალბი მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე, ზემოხსენებულ პირებს, ანაზღაურების სახით ერიცხებოდათ საბიუჯეტო თანხები, რასაც ბრალდებული მართლსაწინააღმდეგოდ ითვისებდა. აღნიშნული დანაშაულებრივი სქემით, ბრალდებული დაეუფლა ბიუჯეტის კუთვნილ 597 200 ლარს. "სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა", „დ" და მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტებით (სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თავის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში არსებული დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ - სამი ეპიზოდი), 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება, ჯგუფურად - 3 ეპიზოდი) 332-ე მუხლის პირველი ნაწილითა (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია - 3 ეპიზოდი) და 341-ე მუხლით (სამსახურებრივი სიყალბე - 3 ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 7 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ამავე განაჩენით ბრალდებული სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის პირველი ნაწილით და მე-3 ნაწილის „გ" ქვეპუნქტით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება) წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა. ბრალდების მხარე განაჩენს აღნიშნულ ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრებს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულებრივ ქმედებებში მონაწილე სხვა პირთა გამოვლენის მიზნით",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)