|
2023-07-10 13:42:34, 1426 ნახვა
ეკონომიკა
ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - მაღალი ეკონომიკური ზრდის ფონზე, მომსახურების ინფლაციის ნორმალიზება ჯერ კიდევ მხოლოდ მოლოდინია
ივნისის ჯამურმა ინფლაციამ წლიურად 0.6% შეადგინა. ასევე 3%-იან სამიზნეზე მნიშვნელოვნად დაბალი იყო ფასების ყოველთიური ცვლილება. ამავდროულად, მომსახურების სფეროს ინფლაცია, რომელიც ყველაზე კარგად ასახავს შიდა მოთხოვნიდან გამომდინარე ზეწოლას, კვლავ მაღალია. რა შეიძლება ითქვას ამ დინამიკიდან გამომდინარე ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზების შესახებ? ჩვენი აზრით, მნიშვნელოვანი ცვლილება არ იკვეთება. საკუთრივ, ძლიერი სავალუტო შემოდინებების ფონზე, ვფიქრობთ, რომ სებ-ის ინტერვენციები კვლავ გაგრძლდება, ხოლო წლის ბოლოსათვის რეფინანსირების განაკვეთის 9.5%-მდე დაწევა საკმაოდ რეალისტურია. ამ მხრივ, არგუმენტები სავალუტო რეზერვების შევსების გარდა, კვლავ ლარის ძირითადი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორების ვალუტებთან მიმართებით გამყარება და ჯამურად სამიზნეზე დაბალი ინფლაციაა, რომელიც, ჩვენი შეფასებით, ივლისში 0.6%-დან კიდევ შემცირდება. თავისთავად, ეს ინფლაციის აღქმისა და მოლოდინების კუთხით მნიშვნელოვანი ფაქტორია. მომსახურების ინფლაციის მხრივ კი, იმდენად, რამდენადაც სამომავლოდ ეკონომიკის ზრდის 5%-იან ნიშნულთან უფრო დაახლოება საბაზო სცენარია, ვფიქრობთ, რომ სამომხმარებლო ფასების ეს კომპონენტიც ეტაპობრივად სამიზნესთან ახლო იქნება. იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე: https://www.tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30005857-weekly-update-from-the-chief-economist
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)