|
2015-02-10 09:31:49, 1204 ნახვა
სამართალი
შსს–ს ექვსი თანამშრომელი „მარიხუანას“ მოხმარების გამო სამსახურიდან დაითხოვეს
შსს-ს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის მეშვეობით ნარკოლოგიური შემოწმება ჩაუტარეს შსს სსიპ - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს სახანძრო-სამაშველო სამსახურების პირად შემადგენლობას. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ექვსი თანამშრომელი პოლიციელისათვის შეუფერებელი ქმედებისთვის, ნარკოტიკული ნივთიერებების უკანონოდ მოხმარების ფაქტზე სამსახურიდან დაითხოვეს. ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანას’’ მოხმარების ფაქტზე გამოვლენილი იქნენ: ისანი-სამგორის, ვაკე-საბურთალოს, გლდანი-ნაძალადევის და მთაწმინდა-კრწანისის სახანძრო-სამაშველო სამსახურის მაშველ-მეხანძრეები. აღნიშნულის საფუძველზე, ყველა მათგანი, 2015 წლის 26 იანვარს, სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის შესაბამისად 500 ლარით დააჯარიმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)