06:54 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-07 15:43:48, 739 ნახვა

მსოფლიო
ნიდერლანდების წარმომადგენელთა პალატამ ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა

ნიდერლანდების წარმომადგენელთა პალატამ 1932-1933  წლებში მომხდარი ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა. აღნიშნულის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულებაTwitter-ზე წერს.

კულებას შეფასებით, ნიდერლანდების წარმომადგენელთა პალატამ მტკიცე პოზიცია დაიკავა.

"მადლობელი ვარ ნიდერლანდების, რომ მტკიცე პოზიცია დაიკავა წარსული და დღევანდელი სისასტიკისთვის პასუხისმგებლობის აუცილებლობის შესახებ",- წერს კულება.

შეგახსენებთ, რომ ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად სხვადასხვა დროს სხვდასხვა ქვეყნებმა აღიარეს, მათ შორისაა გერმანია, რომელმაც ეს გადაწყვეტილება 2022 წლის 1-ელ დეკემბერს მიიღო. ამავე წლის 15 დეკემბერს ჰოლოდომორის გენოციდად აღიარების შესახებ ევროპარლამენტმა რეზოლუცია დაამტკიცა.

ევროპარლამენტის შემდეგ, უკრაინელი ხალხის გენოციდად ჰოლოდომორი 2022 წლის 23 მარტს ისლანდიამ, 2023 წლის 29 მარტს საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ (ეროვნულმა ასამბლეამ), 23 მაისს სლოვენიის პარლამენტმა, 25 მაისს ბრიტანეთის პარლამენტმა, 14 ივნისს  ლუქსემბურგის დეპუტატთა პალატამ, 28 ივნისს კი, ხორვატიის პარლამენტმაც აღიარა.

რა იყო ჰოლოდომორი?

მასობრივი შიმშილობა, რომელმაც 1933 წლის პირველ ნახევარში უკრაინის სსრ-ის მნიშვნელოვანი ტერიტორია მოიცვა და დაახლოებით, 2,2 მილიონი ადამიანი შეიწირა. 2006 წელს უკრაინის პარლამენტმა ჰოლოდომორი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად შეაფასა.

შიმშილობა გამოწვეული იყო პოლიტიკით, რომელმაც კერძო მეურნეები იძულებით გააწევრიანა კოლექტიურ მეურნეობებში. არსებობს მოსაზრება, რომ ჰოლოდომორი ხელოვნურად იყო გამოწვეული უკრაინული ნაციონალიზმის ჩასახშობად და ამგვარად იურიდიული თვალსაზრისით გენოციდად შეიძლება ჩაითვალოს.

სხვა მოსაზრებით, ჰოლოდომორი საბჭოთა ინდუსტრიალიზაციასთან დაკავშირებული რადიკალური ეკონომიკური ცვლილებებით გამოწვეული ტრადიციული შინამეურნეობების მოშლის შედეგი იყო.

მსხვერპლნი იყვნენ არა მხოლოდ უკრაინელები, არამედ რუსები, ყაზახები, ვოლგის გერმანელები და სხვები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics