2023-07-06 22:37:18, 905 ნახვა
მსოფლიო
ბულგარეთმა უკრაინის ნატოში გაწევრიანებას მხარი ოფიციალურად დაუჭირა
ბულგარეთმა ოფიციალურად დაუჭირა მხარი უკრაინის ნატოში გაწევრიანებას. აღნიშნულ დეკლარაციას ხელი უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლაი დენკოვმა მოაწერეს.
როგორც ბულგარეთის პრემიერმა აღნიშნა, სუვერენული უკრაინა რეგიონში ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.
"ბულგარეთი თანმიმდევრულია მის მხარდაჭერაში უკრაინის სუვერენულობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და დარწმუნებულები ვართ, რომ დამოუკიდებელი და სუვერენული უკრაინა რეგიონში ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა" - განაცხადა დენკოვმა ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,