|
2023-07-06 14:20:58, 1033 ნახვა
პოლიტიკა
საგარეჯოში, სადაც ენმ-ი საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით შეხვედრას მართავს, სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა [ვიდეო]
საგარეჯოში, სადაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით შეხვედრას მართავს, სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. პარტიის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ადგილზე მივიდნენ ძალადობრივი ჯგუფები, რომლებიც ისროდნენ ქვებს და იგინებოდნენ. "მოვიდნენ ქვებით. ჩვენ ვამბობთ, ეს ხალხი როგორ გავათავისუფლოთ საბანკო ოლიგარქიისგან. ახდევინებენ სამჯერ უფრო მეტს. 2018 წლიდან პენსია არ აუღია ქალბატონს და 1 600 ლარის ნაცვლად უნდა გადაიხადოს 4 500. ჩვენ ვამბობთ, რომ საბანკო ოლიგარქია უნდა დასრულდეს, ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქია უნდა დასრულდეს. პენსიონერებს სვრიან ქვებს. ამას აკეთებენ სუს-ის "ნასედკები", საჯარო მოხელეები. ეს მეტყველებს იმაზე, რომ პანიკაშია რუსული ოცნება. ჩვენ გავაგრძელებთ შეხვედრებს. თუ დაგვხვდებიან ქვით, ჩვენ გავაგრძელებთ ხალხთან საუბარს... ამ ყველაფრის ორგანიზატორი არის სუს-ის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი - მთავარი რუსი, იგივე ვახტანგ გომელაური",- განაცხადა ხაბეიშვილმა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
ტრამპმა მაგიდაზე წითელი ქუდი გადმოკიდა წარწერით „ვეტო“
საფრანგეთში გამართულ საპროტესტო აქციებში თითქმის 1.6 მილიონი ადამიანი მონაწილეობდა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)