10:13 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-06 13:41:32, 1261 ნახვა

პოლიტიკა
არახამია კობახიძეს - შენნაირი კოლაბორანტების დამსახურებით დავკარგე სახლი ჩემს სამშობლოში

შენნაირი კოლაბორანტების დამსახურებით დავკარგე სახლი ჩემს სამშობლოში,- ასე ეხმაურება პარტია ''ხალხის მსახურის'' ლიდერი დავით არახამია პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას.

არახამიას თქმით, "მოვა დრო და ქვეყანა გაიგებს, რომ ირაკლი კობახიძე საქართველოს პოლიტიკური ინტერესების პლატფორმად იყენებს".

"რაც შეეხება არახამიას, მას არ აქვს სამშობლო"... პასუხი კობახიძეს - შენნაირი კოლაბორანტების დამსახურებით დავკარგე სახლი ჩემს სამშობლოში. მოვა დრო და ქვეყანა გაიგებს, რომ საქართველოს პოლიტიკური ინტერესების პლატფორმად იყენებ და სინამდვილეში რუსეთია შენი სამშობლო, სადაც გაქცევა მოგიწევს, რადგან სხვაგან არსად მიგიღებენ.

შენნაირებისგან გათავისუფლებით იზეიმებს საქართველოც და უკრაინაც მტერზე გამარჯვებას, რასაც როგორც ხედავ, წარმატებით ვახერხებთ",- წერს არახამია.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პარტია ''ხალხის მსახურის'' ლიდერს, დავით არახამიას "არ აქვს სამშობლო და ეს კაცი ვერ იქნება ვერანაირად ღირებული".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
ტრამპმა მაგიდაზე წითელი ქუდი გადმოკიდა წარწერით „ვეტო“
საფრანგეთში გამართულ საპროტესტო აქციებში თითქმის 1.6 მილიონი ადამიანი მონაწილეობდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics