|
2023-07-06 12:37:55, 1629 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი ლიზინგი“ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის გამარჯვებულია
"თიბისი ლიზინგმა" კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამაში გამარჯვა. აღნიშნულის მიზეზი 15 მილიონი ლარის მწვანე საჯარო ობლიგაციების წარმატებული განთავსებაა, რაც საქართველოს კაპიტალის ბაზარზე, ფინანსურ ინსტიტუტებს შორის პირველი ეროვნული ვალუტაში დენომინირებული მწვანე საჯარო ობლიგაციების გამოშვებაა. აღნიშნული ემისია "თიბისი კაპიტალის" მხარდაჭერით განხორციელდა. ემისიის ფარგლებში, "თიბისი ლიზინგმა", საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Scope Group-ისგან მიიღო მეორე მხარის მოსაზრება კომპანიის მწვანე ობლიგაციების ჩარჩოსთან დაკავშირებით. მეორე მხარის მოსაზრების თანახმად, "თიბისი ლიზინგის" მწვანე ობლიგაციების ჩარჩოსთან სრულ შესაბამისობაში მოდის საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების ასოციაციის (ICMA) მიერ შემუშავებულ მწვანე ობლიგაციების პრინციპებთან (GBP). კომპანია ობლიიგაციების გამოშვებასთან დაკავშირებული ხარჯების თანადაფინანსების უზრუნველსაყოფად ევროკავშირისაგან მნიშვნელოვან ფინანსურ დახმარებას მიიღებს. მხარდაჭერის მექანიზმს უზრუნველყოფს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) და ახორციელებს პროგრამის კონტრაქტორებთან - Galt & Taggart-სა და BDO Georgia-თან ერთად. "თიბისი ლიზინგის" მიერ განხორციელებული ტრანზაქცია შეესაბამება პროგრამის ფართო სტრატეგიულ მიზნებს, რაც გულისხმობს საქართველოში კაპიტალის ადგილობრივი ბაზრის განვითარების ხელშეწყობას, ასევე გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი საკითხების და ღირებულებების მხარდაჭერას. ფასიან ქაღალდს აქვს 3 წლიანი ვადა და ფასიანი ქაღალდების საპროცენტო განაკვეთი არის თბილისის ბანკთაშორის განაკვეთი პლუს 2.75% მარჟა. „მოხარული ვარ, რომ "თიბისი ლიზინგი" კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამიდან დახმარებას მიიღებს. იმედი მაქვს, რომ პროგრამა ხელს შეუწყობს ქვეყანაში მწვანე და მდგრადი ობლიგაციების გამოშვებას და გაზრდის ქვეყანაში მდგრადი დაფინანსების ხელმისაწვდომობას. ჩვენ ძალიან ვამაყობთ, რომ წვლილი შეგვაქვს ქართული ლიზინგის სექტორის განვითარებაში. მინდა, მადლობა გადავუხადო პროგრამის დონორებსა და მხარდამჭერებს - ევროკავშირს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD), Galt & Taggart-სა და BDO Georgia-ს“, - აცხადებს ნუგზარ ლოლაძე, "თიბისი ლიზინგის" მთავარი ფინანსური დირექტორი.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)