21:31 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-05 21:48:11, 866 ნახვა

პოლიტიკა
პოდოლიაკი - ის, რაც სააკაშვილის თავს ხდება, ანტიჰუმანისტური ქცევაა

ის, რაც სააკაშვილის თავს ხდება, ამის ყურებაც კი შეუძლებელია, ეს არის ანტიჰუმანისტური ქცევა, რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტის პირადი ოპონენტის მიმართ მსგავსი დამოკიდებულება თვალშისაცემია და აღნიშნა, რომ უკრაინა ამ საკითხზე პარტნიორებთან კონსულტაციებს განაგრძობს.

"ის, რაც სააკაშვილის თავს ხდება, ამის ყურებაც კი შეუძლებელია, ეს არის ანტიჰუმანისტური ქცევა, რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ. პუტინი გახლავთ მტრული ქვეყნის პრეზიდენტი, ჩვენ გვინდა, იგი დავსვათ მსჯავრდადებულთა სკამზე. მისი პერსონალური ოპონენტის მიმართ მსგავსი დამოკიდებულება ჩვენთვის თვალშისაცემია და ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს ჩვენს პარტნიორებთან", - განაცხადა პოდოლიაკმა.

შეგახსენებთ, 3 ივლისს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ქვეყნის დიპლომატიურ უწყებას დაავალა, გამოიძახოს საქართველოს ელჩი და მოსთხოვოს მას, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის კიევისთვის გადაცემის საკითხზე თბილისთან კონსულტაციების გამართვის მიზნით, ქვეყანა 48 საათის განმავლობაში დატოვოს. 

აღნიშნულის შემდეგ, გუშინ, 4 ივლისს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, უკრაინაში საქართველოს ელჩი გიორგი ზაქარეიშვილი დიპლომატიურ უწყებაში დაიბარეს და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარების გამო მკაცრი პროტესტი გამოხატეს.

განცხადების თანახმად, უკრაინის დიპლომატიურმა უწყებამ ზაქარეიშვილს შესთავაზა თბილისში დაბრუნება კონსულტაციების გასავლელად და შექმნილი სიტუაციიდან გამოსავლის მოსაძებნად.

გუშინ, უკრაინის რადას დეპუტატმა, ოლექსეი გონჩარენკომ განაცხადა, რომ თუ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით არაფერი შეიცვლება, მაშინ საქართველოს ელჩს უკრაინაში დაბრუნების უფლება აღარ მიეცემა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics