|
2023-07-05 19:47:39, 2264 ნახვა
სხვადასხვა
ჩრდილოეთ ოსეთში ყაზბეგის მთაზე დაკარგული ალპინისტი, კავშირზე ქართველ მესაზღვრეებთან გავიდა
სამარას რეგიონიდან მთამსვლელი, რომელსაც რუსი მაშველები ყაზბეგის მთაზე 2 ივლისიდან ეძებენ, საქართველოს მესაზღვრეებს დაუკავშირდა და დახმარება სთხოვა. - ამის შესახებ რუსული მედია ჩრდილოეთ ოსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მთავარ სამმართველოზე დაყრდნობით იუწყება. „2 ივლისს ყაზბეგის მთაზე დაკარგული მთამსვლელი დაუკავშირება მოხერხდა. ალპინისტის მეუღლემ დაადასტურა, რომ ის ახლა საქართველოში ფერდობზე იმყოფება. მამაკაცმა ასევე მოახერხა ქართველ მესაზღვრეებთან დაკავშირება, რომლებსაც მან უთხრა, რომ მდინარესთან ახლოს იმყოფებოდა. ახლა ადგენენ მის ზუსტ ადგილს“, - ნათქვამია განცხადებაში. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ყაზბეგის რუსულ მხარეს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დასრულებულია. დიდთოვლობის პირობებში მაშველებმა დაბლობზე დაშვება დაიწყეს. საქართველოს სასაზღვრო პოლიციას რუსული დეპარტამენტის შეტყობინებაზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია. სიახლეები განახლდება დამატებითი ინფორმაციის მიღებისთანავე. ყაზბეგზე ასვლისას მთამსვლელის გაუჩინარების შესახებ 2 ივლისის საღამოს გახდა ცნობილი. იგი სამკაციან ჯგუფში ყოფნისას დანარჩენებს ჩამორჩა და 3500 მეტრის სიმაღლეზე საკონტროლო პუნქტს ვერ მიაღწია. მთასვლელის მოსაძებნად "მი8" ვერტფრენიც იყო ჩართული.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)