|
2023-07-05 10:57:26, 1433 ნახვა
მსოფლიო
The Telegraph - ბაიდენს სურს, ნატოს მომავალი გენმდივანი ურსულა ფონ დერ ლაიენი გახდეს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს სურს, რომ ნატოს მომავალი გენერალური მდივანი ევროკომისიის მოქმედი პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი გახდეს. აღნიშნულ ინფორმაციას The Telegraph-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, ფონ დერ ლაიენის კანდიდატურა ბაიდენის ადმინისტრაციისთვის სასურველი გახდა მას შემდეგ, რაც მანამდე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივნის, ბენ უოლესის კანდიდატურა დაბლოკეს. The Telegraph-ს წყარომ უთხრა, რომ ალიანსის ამჟამინდელი ლიდერის, იენს სტოლტენბერგის შემცვლელთან დაკავშირებით დისკუსიების დროს, ბაიდენი ცდილობდა, ფონ დერ ლაიენი ნატოს ხელმძღვანელობაზე დაეთანხმებინა. ნატოს წყარომ ასევე განუცხადა გამოცემას, რომ ბაიდენმა და ფონ დერ ლაიენმა ბოლო წლების განმავლობაში მჭიდრო ურთიერთობა დაამყარეს, რაც ხელს უწყობს ასევე მჭიდრო ტრანსატლანტიკურ კავშირებს ჩინეთთან, უკრაინასა და კლიმატთან დაკავშირებით. გამოცემის ცნობით, ევროკომისიის პრეზიდენტმა ადრე განაცხადა, რომ პატივი იყო "პოტენციური მემკვიდრეების სიაში" მოხვედრა, თუმცა, მისმა სპიკერმა თქვა, რომ ის „არ არის მზად ამ საქმისთვის, არც ახლა და არც მომავალში". რაც შეეხება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მოქმედ ხელმძღვანელს, ნატოს მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ იენს სტოლტენბერგი, რომელიც გენერალური მდივნის თანამდებობას 2014 წლიდან იკავებს, ალიანსს კიდევ ერთი წელი, 2024 წლის შემოდგომამდე უხელმძღვანელებს.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)