22:38 - 31 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-04 21:46:33, 955 ნახვა

საზოგადოება
კლინიკა „ვივამედთან“ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

კლინიკა "ვივამედთან" "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა და მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა აქცია გამართეს.  

მათი მთავარი მოთხოვნაა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი, რადგან მას საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება მიეცეს. 

აქციის მიმდინარეობის პარალელურად, მიხეილ სააკაშვილმა თავისი პალატიდან უკრაინის და საქართველოს დროშები გადმოფინა.

შეგახსენებთ, გუშინ, 3 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ქვეყნის დიპლომატიურ უწყებას დაავალა, გამოიძახოს საქართველოს ელჩი და მოსთხოვოს მას, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის კიევისთვის გადაცემის საკითხზე თბილისთან კონსულტაციების გამართვის მიზნით, ქვეყანა 48 საათის განმავლობაში დატოვოს. 

აღნიშნულის შემდეგ, დღეს, 4 ივლისს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, უკრაინაში საქართველოს ელჩი გიორგი ზაქარეიშვილი დიპლომატიურ უწყებაში დაიბარეს და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარების გამო მკაცრი პროტესტი გამოხატეს.

განცხადების თანახმად, უკრაინის დიპლომატიურმა უწყებამ ზაქარეიშვილს შესთავაზა თბილისში დაბრუნება კონსულტაციების გასავლელად და შექმნილი სიტუაციიდან გამოსავლის მოსაძებნად.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics