|
2023-07-04 16:29:46, 713 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - დეკემბერში მიღებული იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, მაგრამ ფაქტებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებით, საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭება ეკუთვნის
კარგად ჩანს, რომ პრიორიტეტები პრინციპულად შევასრულეთ. შესაბამისად, ჩვენ შარშანაც მზად ვიყავით იმისთვის, რომ მოგვნიჭებოდა კანდიდატის სტატუსი, თუმცა, ამ შემთხვევაში, საერთოდ არავითარი საბაბიც კი არ არსებობს იმისა, რომ საქართველოს არ მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე. კობახიძის თქმით, ხელისუფლებამ, პარლამენტის ჩართულობით, შეასრულა თორმეტივე პრიორიტეტი, რომელიც წარმოდგენილი იყო ევროკომისიის მიერ. მისივე თქმით, დეკემბერში მიღებული იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, მაგრამ თუ საუბარია ფაქტებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებაზე, ამ შემთხვევაში, საქართველოს აუცილებლად ეკუთვნის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. „რეალურად ეს ყველაფერი, მათ შორის, ეს ბოლო სტატისტიკა აჩვენებს, რომ ხელისუფლებამ, პირველ რიგში, პარლამენტის ჩართულობით, შეასრულა თორმეტივე პრიორიტეტი, რომელიც იყო წარმოდგენილი ევროკომისიის მიერ. რა თქმა უნდა, არის რამდენიმე თვე, ამ რამდენიმე თვის განმავლობაში ეს პრაქტიკაც უნდა დაიხვეწოს. ამ სამ სფეროში, კანონმდებლობასთან დაკავშირებით მზად ვართ კონსულტაციებისთვის, ამაზეც ბუნებრივია არავითარი დაბრკოლება არ იქნება, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო საზოგადოებისთვის და მედიისთვის, რომ ამ ყველაფრიდან ჩანს შემდეგი, ხშირად ციფრებით ადვილად ხდება ხოლმე მანიპულირება, რეალურად შინაარს თუ ჩავუღრმავდებით, ძალიან კარგად ჩანს, რომ პრიორიტეტები პრინციპულად შევასრულეთ. შესაბამისად, ჩვენ შარშანაც მზად ვიყავით იმისთვის, რომ მოგვნიჭებოდა კანდიდატის სტატუსი, თუმცა, ამ შემთხვევაში, საერთოდ არავითარი საბაბიც კი არ არსებობს იმისა, რომ საქართველოს არ მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. რა თქმა უნდა, დეკემბერში მიღებული იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება და პოლიტიკური გადაწყვეტილების დროს წინასწარ არასდროს იცი როგორი იქნება მისი შინაარსი, მაგრამ თუ საუბარია ფაქტებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებაზე, ამ შემთხვევაში, საქართველოს, რა თქმა უნდა, აუცილებლად ეკუთვნის კანდიდატის სტატუსის მინიჭება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
ტრამპმა მაგიდაზე წითელი ქუდი გადმოკიდა წარწერით „ვეტო“
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)