23:35 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-04 14:06:01, 594 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - მეოთხე პრიორიტეტის - ანტიკორუფციული ღონისძიებების ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია იყო ახალი ბიუროს დაფუძნება, რაც გაკეთდა

მეოთხე პრიორიტეტის - ანტიკორუფციული ღონისძიებების ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია იყო ახალი ბიუროს დაფუძნება, რაც გაკეთდა - დაფუძნდა ახალი ანტიკორუფციული ბიურო. ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია იყო ამ ბიუროში ძირითადი ფუნქციების თავმოყრა, რაც დაკავშირებულია კორუფციასთან ბრძოლასთან და ასეც გაკეთდა, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ  ევროკავშირის 12 პრიორიტეტის შესრულების თაობაზე ანგარიშის წარდგენისას. 

მისი თქმით, ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი შეირჩა და დაინიშნა გამჭირვალე და ინკლუზიური პროცესის საფუძველზე.

„მეოთხე პრიორიტეტი - ეს არის ანტიკორუფციული ღონისძიებები. აქ ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია იყო, ახალი ბიუროს დაფუძნება, რაც გაკეთდა კიდეც - დაფუძნდა ახალი ანტიკორუფციული ბიურო. ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია იყო ამ ბიუროში ძირითადი ფუნქციების თავმოყრა, რაც დაკავშირებულია კორუფციასთან ბრძოლასთან და ასეც გაკეთდა. არის მთელი რიგი ფუნქციები, რამაც თავი მოიყარა ანტიკორუფციულ ბიუროში, ეს არის ინტერესთა კონფლიქტებთან დაკავშირებული საკითხების რეგულირება და აღსრულება, ეს არის თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგი, მამხილებელთა დაცვის სისტემა, პარტიების დაფინანსების მონიტორინგმაც გადმოინაცვლა ამ ბიუროში და ეს არის ასევე ანტიკორუფციული პოლიტიკისა და  სტრატეგიის ზედამხედველობა და კოორდინაცია. ანუ რაც იყო ერთ - ერთი  მთავარი რეკომენდაცია ფუნქციების თავმოყრა ერთ ორგანოში, ამ რეკომენდაციასაც ჩვენ გავყევით და შევასრულეთ. 

ასევე, ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი შეირჩა და დაინიშნა გამჭირვალე და ინკლუზიური პროცესის საფუძველზე, აქ იყვნენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, სახალხო დამცველის წარმომადგენელი, მაგალითად სახალხო დამცველის წარმომადგენელმა მოიწონა ის კანდიდატურა, რომელიც საბოლოო ჯამში დაინიშნა ბიუროს ხელმძღვანელის თანამდებობაზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics