|
2023-07-04 12:08:39, 875 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ და წიგნების თაროს ინიციატივით, „სტუდენტური პოდკასტების“ სერია იწყება
„საქართველოს ბანკი“ მიზანდასახული, მოტივირებული ახალგაზრდებისთვის განვითარებისა და არაფორმალური განათლების ხელშეწყობისთვის შესაძლებლობებს ქმნის. თუ გიყვარს ლიტერატურა, გინდა უფრო მეტი გაიგო საყვარელი მწერლების შესახებ, აღმოაჩინო ახალი წიგნები და მარტივად იპოვო პასუხი კითხვაზე „ახლა რა წავიკითხო?“, მაშინ შემოგვიერთდი Spotify-ზე ან Soundcloud-ზე. ჩვენ „წიგნების თაროს სტუდენტური პოდკასტს“ ვიწყებთ. „საქართველოს ბანკისა“ და წიგნების თაროს ინიციატივით, კითხვის მოყვარულთათვის თანამედროვე და კლასიკური შედევრების, ბესტსელერებისა და ლიტერატურული ნაწარმოებების შესახებ „წიგნების თაროს სტუდენტური“ პოდკასტი შეიქმნა. პოდკასტის მეშვეობით შეგიძლია, მიიღო მოკლე და ამომწურავი ინფორმაცია წიგნების შესახებ, აღმოაჩინო ახალი მწერლები და იმოგზაურო ლიტერატურის სამყაროში საინტერესო სტუმრებთან ერთად. პოდკასტის წამყვანები წიგნების თაროს ყოფილი მონაწილეები - ანა ჯაფარიძე, გოგა გუგავა და შაკო ბრეგაძე არიან. პოდკასტის სერია 10 ეპიზოდს გააერთიანებს, რომელთა ხანგრძლივობა 30 წუთი იქნება. „საქართველოს ბანკის“ გუნდის მთავარ ღირებულებას განათლება წარმოადგენს, სწორედ ამიტომ მიზნად ვისახავთ, ახალგაზრდებს მივცეთ განვითარების, ახალი აღმოჩენებისა და შემეცნების შესაძლებლობა. ამისათვის კი არაერთ პროექტს ვახორციელებთ და ინიციატივას ვუჭერთ მხარს. წიგნების თაროსთან ჩვენი თანამშრომლობა უკვე მრავალ წელს ითვლის, ერთობლივად კი არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ, რომელთა მიზანს ახალგაზრდებში ზოგადი განათლების ხელშეწყობა წარმოადგენდა. ვფიქრობთ, „წიგნების თაროს სტუდენტური პოდკასტი“ ახალგაზრდებისთვის არაფორმალური განათლების მიღების საინტერესო შესაძლებლობაა, რომელიც ერთ სივრცეში უყრის თავს მათ თანატოლებს, ლიტერატურის მცოდნეებსა და მწერლებს, მათთვის საინტერესო წიგნებსა და ავტორებზე სასაუბროდ. ჩვენ კი არ ვჩერდებით და განვაგრძობთ ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნისკენ მიმართული ინიციატივების განხორციელებას“, - აღნიშნავენ „საქართველოს ბანკის“ გუნდში. ინფორმაციისთვის, „საქართველოს ბანკის“ სტუდენტური ბარათი 2020 წლიდან აქტიურად უჭერს მხარს წიგნების თაროს. პარტნიორობის ფარგლებში, სატელევიზიო პროექტში 223-მა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა. ამასთან, „საქართველოს ბანკისა“ და წიგნების თაროს თანამშრომლობის ფარგლებში არაერთი ინიციატივა განხორციელდა, მათ შორის შეიქმნა „წიგნების თაროს ონლაინ სკოლა“ მოსწავლეებისთვის, სადაც ახალგაზრდებს უტარდებოდათ არაფორმალური გაკვეთილები და სხვადასხვა კურსები, მათ შორის: მითოლოგიის, ცივილიზაციების, კოსმოსის, ადამიანის ჯანმრთელობის, რიტორიკული აზროვნებისა თუ საუბრის ხელოვნების მიმართულებით. მთელი ქვეყნის მასშტაბით „წიგნების თაროს ონლაინ სკოლაში“ მონაწილეობა 1336-მა მოსწავლემ მიიღო. „საქართველოს ბანკისა“ და წიგნების თაროს თანამშრომლობა კვლავ გრძელდება და მომავალში კიდევ უფრო მეტ საინტერესო ინიციატივას გვპირდება.
საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიომ საპატრიარქოში ოცნების საგარეო მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიიღო
ყარაბაღის შესახებ მიღებული რეზოლუციის გამო აზერბაიჯანი ევროპარლამენტთან კავშირს წყვეტს
თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)