|
2023-07-04 11:53:57, 565 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - სამშენებლო ამნისტიის მისაღებად განცხადებების წარმოდგენის ვადა 27 ივლისს იწურება
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, 2020 წლის 18 აგვისტოს მდგომარეობით დასრულებული და სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებისთვის განცხადებების წარმოდგენის ვადა 27 ივლისს იწურება. როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, მსგავს შენობებში მცხოვრებ ადამიანებს უამრავი პრობლემა ექმნებოდათ იმის გამო, რომ ნაგებობები არ იყო ექსპლუატაციაში მიღებული. „სამშენებლო ამნისტიის მისაღებად, მერიაში განცხადებების წარმოდგენისთვის განსაზღვრული იყო ორი წელი. ეს ვადა უკვე იწურება მიმდინარე თვის ბოლოს - 27 ივლისს. ამიტომ, მინდა კიდევ ერთხელ მოგმართოთ და მოგიწოდოთ, რომ ვისაც დღემდე არ გისარგებლიათ ამ უფლებით, შეაგროვეთ შესაბამისი დოკუმენტაცია, 27 ივლისამდე შემოიტანეთ განცხადება მერიაში და მოითხოვეთ ობიექტის ექსპლუატაციაში მიღება. დედაქალაქში ერთ-ერთ უდიდეს პრობლემას და გამოწვევას წარმოადგენდა მშენებლობადასრულებული ობიექტები, რომლებიც ექსპლუატაციაში არ იყო მიღებული. ამის მიზეზია მშენებლობების წარმოება კანონმდებლობის დარღვევით, რათა სამშენებლო კომპანიებს მეტი სარგებელი მიეღოთ. ამ პროცესით საბოლოოდ მხოლოდ იქ მცხოვრები მოქალაქეები ზარალდებიან, რადგან ჯერ ერთი, მათ ქონებას აქვს სტატუსი „მშენებარე ობიექტი“. ეს კი რასაკვირველია, არ ქმნის საკუთრების სრულფასოვნებას და უფლებრივად ყოველთვის ნაკლიანი ქონებაა. გარდა ამისა, იმის გამო, რომ ეს შენობები არ არის ექსპლუატაციაში მიღებული, იქ მცხოვრებლები ვერ ქმნიან ამხანაგობებს და თავის მხრივ, ვერ სარგებლობენ მუნიციპალიტეტში არსებული „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამით“, - აღნიშნა კახა კალაძემ. მისივე თქმით, აღნიშნული პრობლემის გადაჭრის მიზნით, შესაბამისი კანონი ორი წლის წინ იქნა მიღებული. „ჩვენი ინიციატივით, საქართველოს პარლამენტის მიერ ორი წლის წინ განხორციელდა ცვლილებები „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“. ამ ცვლილებების მიხედვით, შესაძლებელი გახდა, ექსპლუატაციაში მიღება ისეთი შენობა-ნაგებობების, რომლებიც 2020 წლის 18 აგვისტოს მდგომარეობით დასრულებულია და ამავე დროს ნაწარმოებია სანებართვო პირობების დარღვევით. მაგალითად, დარღვეულია K1, K2, K3 პარამეტრები, ავტოსადგომების რაოდენობა, სიმაღლის რეგულირების ხაზი და ა.შ. ამასთანავე, ადამიანის სიცოცხლისა და უსაფრთხოების საკითხიდან გამომდინარე, იქვე დაზუსტდა, რომ ექსპლუატაციაში მიიღება მხოლოდ ისეთი შენობა-ნაგებობები, რომლებიც შესაბამისი საექსპერტო დასკვნების მიხედვით, უსაფრთხოების სტანდარტებს აკმაყოფილებენ“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერის თქმით, აღნიშნული კანონის ამოქმედების შემდეგ, ექსპლუატაციაში მიღებულია 400-მდე ობიექტი, ხოლო მიმდინარე წარმოებაშია 700-ზე მეტი განცხადება.
საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიომ საპატრიარქოში ოცნების საგარეო მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიიღო
ყარაბაღის შესახებ მიღებული რეზოლუციის გამო აზერბაიჯანი ევროპარლამენტთან კავშირს წყვეტს
თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)